ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლიმ" "რეინჯერსს" გადახალისებული შემადგენლობით 3:0 სძლია. გოლები ჯოვანი სიმეონემ (2) და ოსტიგარდმა გაიტანეს.
ხსენებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე არ გამოჩენილა. ამ თემაზე სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, შემდეგ კი, როცა მოედანზე შედიან, თავიანთ შესაძლებლობებს აჩვენებენ. მარადონას რეკორდის გაუმჯობესება? ვფიქრობ, დიეგო ამ გუნდით იამაყებდა.
რაც შეეხება ხვიჩას, მის შემოყვანას ბოლო 15 წუთში ვაპირებდი. ამასთან ერთად, ბურთის დაჭერაც გვჭირდებოდა, დავუძახე კიდევაც, თუმცა, როდესაც ოსტიგარდმა მესამე გოლი გაიტანა, უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზედაც
უხმოდ დამეთანხმა" - განაცხადა ლუჩანომ.
შეგახსენებთ, "პარტენოპეი" A ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 2 ნოემბერს, "ლივერპულთან" ჩაატარებს. ამ შეხვედრამდე ნეაპოლელები, 29 ოქტომბერს, "სასუოლოს" უმასპინძლებენ.
მახსოვს აქ რომ წერდნენ, თავიდან ალბათ შეცვლებზე შევაო, ელმასს შეცვლისო და მერე თუ მოერგება გუნდს, ეტაპობრივად გაუზრდიან სათამაშო დროსო, ეგრეც რომ მომხდარიყო ტრაგედია არ იქნებოდა, მაგრამ კვარამ ისეთი თამაში აჩვენა, ელმასი იქეთ აღმოჩნდა სკამზე.
ამიტომ ქუჩაში მოთამაშე, ფეხბურთის მოყვარული ბავშვივით ფიქრი არ გამოვა, ჯობია დაისვენოს, როცა ამის საშუალება იწნება. დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტა იქნება ასეთი მომენტები, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვანი თამაში და თან ყველა ძლიერ გუნდთან ხვიჩამ ითამაშა და არა სხვამ. ახლა სანამ მუნდიალი დაიწყება სულ მიყოლებით აქვთ თამაშები და თან ყველა უმნიშვნელოვანესია.