"ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა და ჯგუფში ბოლო მატჩს "ენფილდზე" გამართავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "რეინჯერსს" 3:0 მოუგო, ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა და თავისი რეკორდი დაამყარა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ რიგი წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის კვარაცხელია არ ათამაშა და  "ნაპოლიმ" მაინც ადვილად იმარჯვა.

"ნაპოლი" 15 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს, ბოლო ტურში, გასვლაზე უახლოეს მდევარ "ლივერპულს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს ამსტერდამში "აიაქსს" 3:0 სძლია.

თუ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" სამბურთიანი სხვაობით არ წააგო, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - რეინჯერსი 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (11),
2:0 სიმეონე (16), 3:0 ოსტეგორი (80)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ყველა კომენტარი წავიკითხე და სპალეტის არავინ ლანძღავდა და არც პანიკა იყო სკამზე რატო დატოვესო და რა ქოთქოთია )) სპალეტიზე ვინმე ცუდს თუ ამბობს ერთმნიშვნელოვნად არასწორია, საუკეთესო ხელშია და დაუკეთესო გუნდშია ჩვენი ბიჭი შესაზლო ვარიანტებიდან... ლიგა და სერია A დაიდოს
რა მაფიაა?
12:10 27-10-2022
0
ეს როტაცია ჩვეულებრივი ამბავია დიდ გუნდებში, ეხლა მსოფლიო თასის დაწყებამდე ყოველ მესამე დღეს თამაში აქვს ნაპოლის და მანდ ქულების დაკარგვა არ გამოვა.. რაც შეეხება ლივერპულთან თამაშს კვარა აუცილებლად უნდა გავიდეს ენფილდზე, ზუსტად ლივერთან მატჩის მერე აღმოაჩინა ნახევარმა ევროპამ ის.. ფორცა ნაპოლი
papai
11:40 27-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული