"უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზედაც უხმოდ დამეთანხმა" - ლუჩანო სპალეტი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლიმ" "რეინჯერსს" გადახალისებული შემადგენლობით 3:0 სძლია. გოლები ჯოვანი სიმეონემ (2) და ოსტიგარდმა გაიტანეს.

ხსენებულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე არ გამოჩენილა. ამ თემაზე სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, შემდეგ კი, როცა მოედანზე შედიან, თავიანთ შესაძლებლობებს აჩვენებენ. მარადონას რეკორდის გაუმჯობესება? ვფიქრობ, დიეგო ამ გუნდით იამაყებდა.

რაც შეეხება ხვიჩას, მის შემოყვანას ბოლო 15 წუთში ვაპირებდი. ამასთან ერთად, ბურთის დაჭერაც გვჭირდებოდა, დავუძახე კიდევაც, თუმცა, როდესაც ოსტიგარდმა მესამე გოლი გაიტანა, უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზედაც
უხმოდ დამეთანხმა" - განაცხადა ლუჩანომ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" A ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 2 ნოემბერს, "ლივერპულთან" ჩაატარებს. ამ შეხვედრამდე ნეაპოლელები, 29 ოქტომბერს, "სასუოლოს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხო აბა რა უნდა ექნა ხელების შლას ხომ არ დაიწყებდა
0
ხალხო ხუმრობაზე ხართ აცრილი, თუ ოსტიგაარდი გიყვართ ასე?დდდდდდდდდდ
რრრ
01:26 28-10-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული