ევროპა ლიგის მეხუთე ტურში „შტურმმა“ ოთარ კიტეიშვილის გოლით სახლში 1:0 სძლია „ფეიენოორდს“.
კიტეიშვილი 56-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+3-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
გრაცული გუნდი F ჯგუფში 8 ქულით მეორე ადგილზეა (ამდენივე ქულა, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებელი აქვს ლიდერ "ლაციოს") და 3 ნოემბერს სტუმრად „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდება.
"შტურმს" ჯგუფური ბარიერის გადასალახავად ფრეც ჰყოფნის.