"ჩვენი პატარა ჯადოქარია... უკეთეს დღეზე ვერც ვიოცნებებდი" - კიტეიშვილით აღფრთოვანდნენ, ქართველმა მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავის კლუბ "შტურმს" "ფეიენოორდთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოაგებინა.

ჩვენებურმა როტერდამელებს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუტანა, თავის გუნდს 1:0 მოაგებინა და ამით გრაცელებმა ევროპის ლიგის პლეი-ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს. 

მოგეხსენებათ, "კიტე" ბოლო დროს ტრავმებმა ძალიან გააწვალა. ის მატჩის დასრულების შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო. 

"უკეთეს დღეზე ვერც კი ვიოცნებებდი! მოედანზე შევედი, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ვფიქრობ, ბოლო დროს რაც ტრავმებმა გამაწამა, ყველაფერი სასიკეთოდ დამიბრუნდა და ამ განცდისთვის ამ
რთული პერიოდის გადალახვა ღირდა! ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს", - უთხრა მატჩის შემდეგ ქართველმა ავსტრიულ Sky-ს.

შეხვედრის შემდეგ ოთარის გოლზე "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა თქვა:

"ოთარის გოლის დროს განცდილი ემოცია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა, ბევრი იმედგაცრუება და უკან ნაბიჯი... ის არასდროს ნებდება, ბევრს იბრძვის და ამისთვის დაჯილდოვდა". 

კიტეიშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არც მისმა თანაგუნდელებმა დაიშურეს:

"ოთარს ყოველდღე ვეუბნები, რომ ის ჩვენი პატარა ჯადოქარია! დღეს მან კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, თუ რა შეუძლია", - ამბობს "შტურმის" მცველი დევიდ აფენგრუბერი.

"ოთარმა დღეს მთელი გრაცი გააბედნიერა! მან ეს დაიმსახურა! ყველამ ვიცით, თუ რა შეუძლია მას და ეს ქართველმა კიდევ ერთხელ დაგვანახა", - ეს კი "შტურმის" 26 წლის ავსტრიელი მცველის, ივან ლუბიჩის სიტყვებია.

altკიტეიშვილმა საფინალო სასტვენის წინ "შტურმს" "ფეიენოორდთან" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა სულ გამარჯვებული გამყოფოს ოთარ!!!...
კობა
28 ოქტომბერი 2022 13:29
0
გილოცავთ! კ-აშიას და კ-იტეიშვილის გოლებს! ველით კ-ვარაცხელიას მომდევნო გოლებს!
ევროპის სტადიონებზე იწყება ქართველთა "გოლო-სნობა"!
ვაჟა მასწავლებელი
28 ოქტომბერი 2022 14:18
0
წარმატებები "კიტეს" და საქართველოს ნაკრებს...
tngh
28 ოქტომბერი 2022 19:17
0
ზურიკო დავითაშვილზეც პოზიტიური სტატია დადეს დღეს რუსულმა საიტებმა, რაღაცას გრძნობენ ალბათ!
დაწერეს: - "ზურიკო პირველი ქართველი იქნებაო ფრანგულ ლიგა - 1 - შიო.
ამჯერად მათ პირს შაქარი!!!
ვაჟა მასწავლებელი
28 ოქტომბერი 2022 18:04
0
მგონი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების აღზევების ხანას ვესწრებით დიდება ღმერთს .ეგ ბიჭები ჯანრთელად მიმყოფე და მარტში ვინ დაგვიდგება ჩაკვეც თუ ფორმის პიკზე გავიდა ...
goga
28 ოქტომბერი 2022 15:31
0
ჩვენც მშვენივრად ვიცით, ჩვენ კიტეს რა შეუძლია და სასიხარულოა ოთოს ასეთი ფორმა. ოთო ჯიგარი ხარ, ყოველთვის გაფასებთ და შენს გვერდში ვართ. გელოდებით ნაკრებში. წარმატებებს გისურვებ.
G.LA
28 ოქტომბერი 2022 16:27
0
აუ ეგ ბიჭები მარტის თამაშებზე ფორმაში იყვნენ ..ნორვეგიას ჰაერიდან არ დაუშვებთ .
dato
28 ოქტომბერი 2022 15:29
0
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების შეუცვლელი წევრია. მასთან ერთად ჩვენი გუნდის ცენტრი ბევრად დალაგებულად და აზრიანად თამაშობს. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო კიტეიშვილს და სხვა დანარჩენს ეს ბიჭი არ დაიზარებს და გააკეთებს.
პ.ს. უზომოდ მიხარია, რომ ჩაკვეტაძე შედის უკვე ფორმაში და ოთართან ერთად ჩვენი ნაკრების ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება.
ირაკლი
28 ოქტომბერი 2022 16:42
0
ოთო მაგარი ბიჭი ხარ ღმერთმა ხელი მოგიმართოს!!!
ზაზა
28 ოქტომბერი 2022 17:54
0

სიახლეები პოპულარული