91 წლის იტალიელის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაოსთან ერთად იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
"12 მოგება ზედიზედ? ისინი ძალიან კარგად თამაშობენ და ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავთ, სკუდეტო აუცილებლად უნდა მოიგონ, ნეაპოლელი ქომაგები ამას დიდი ხანია ელოდებიან. მნიშვნელოვანი იქნება მოთამაშეთა სათამაშო ფორმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.
კვარაცხელია? იტალიაში ლეაოსთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესოა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მას აღწერს. "ნაპოლის" კარგი სკაუტები ჰყავს, უპირველესად კი ჯუნტოლი. მათ შეძლეს და ქართველი სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინეს,
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 29 ქულით ლიდერობს, ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ მატჩს დღეს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
"მამარდა" "ბარსასთან", "კვარა" "სასუოლოსთან", ზურიკო "ბორდელეს" წინააღმდეგ - ქართველების შაბათი
მატჩის დღე! კვარაცხელია და ანგისა ბრუნდებიან - "ნაპოლი" ტურს გახსნის