ვეღარ აჩერებენ, ვერა - კიტეიშვილმა ისევ გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისევ გამოიჩინა თავი.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „შტურმმა“ გრაცში 2:1 დაამარცხა „რიდი“, გამარჯვების გოლი კი 71-ე წუთზე კიტეიშვილმა გაიტანა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე თავის გუნდს „ფეიენოორდთან“ გამარჯვება კომპენსირებულ დროში მოუპოვა.

ოთარმა ამ სეზონში ტრავმის მორჩენის შემდეგ ყველა ტურნირზე 3 გოლი გაიტანა.

„შტურმი“ 31 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და 3 ნოემბერს ევროპა ლიგაზე დანიაში „მიდტიულანდს“, ხოლო 6 ნოემბერს გასვლაზე „ალტახს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ოთარ კიტეიშვილი აუცილებელი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის... სასიხარულოა მისი კარგი თამაში!!! წარმატებები "კიტეს" და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
31 ოქტომბერი 2022 15:21
0
ეს ჩვენი ფედერაცია რას შვება ამხანაგური თამაშებს ვერ დააყენეს საშველი ..მოვიდა ნოემბერი.
ლევანი
31 ოქტომბერი 2022 12:39
2
ძალიან კარგია ოთარის ასე კარგი ასპარეზობა... ცუდი ისაა რომ ნაკრებს თამაშები მარტამდე არ აქვს,ამხელა პაუზები ძალიან მოსაწყენია.ნაკრები უნდა თამაშობდეს თვეში 2 ჯერ მაინც. მე თუ მკითხავ ადგილობრივ თასის თამაშებს სულ გავაუქმებდი და ამის ხარჯზე სანაკრებოს დავამატებდი!
კახა
31 ოქტომბერი 2022 10:10
2
კიტე კვარა ჩაკვე სერიოზული ნახევარდაცვაა, ერთა ლიგა უნდა მოვიგოთ
ემიგრანტი
31 ოქტომბერი 2022 09:42
0
ODALA - რა ტრამვა გადაიტანე ასეთი ?
nika
31 ოქტომბერი 2022 03:21
1
მაგას თავში პუტინის კლოზეტი უდგას.
ბ. დილანიშვილი
31 ოქტომბერი 2022 09:48
1
ვინმემ თუ იცით საქართველოს ნაკრები ამხანაგურებს თამაშობს თუ არა?
bftdghvm
31 ოქტომბერი 2022 01:10
0
თამაში უნდათ, მაგრამ მეტოქე ვერ იპოვეს და შეიძლება გაიყონ და ერთმანეთში ითამაშონ
11
31 ოქტომბერი 2022 10:30
0
ჯიგარი ხარ კიტე....სიტყვები არ მყოფნის.....გენაცვალე
ზურაბ სუხაშვილი
31 ოქტომბერი 2022 00:47
0

odala -ს: ასე რამ შეგაზიზღა ყველა ქართველი და ყველაფერი ქართული, სულ რომ იკბინები და გესლს ანთხევ? სუკ-ის აგენტი ხარ თუ უბრალოდ ქართველთმოძულე? სახლში როგორ გიტანენ?
სანდრო
30 ოქტომბერი 2022 23:57
1
აჰა ძმაო, რა მაგრად დაუდგა გუნდი მხარში, და ათამაშდა კიდეც. კიტე ძალიან მაგრად მიყვარს და ვქომაგობ. ნაკრებისთვის ძალიან საჭიროა.
ყოჩაღ ოთო!
ლევანი
30 ოქტომბერი 2022 23:19
1
კიტეს და ჩაკვეს დრო მოვიდა!!!ამდენი ტრამვის მერე როგორც იქნა❤️❤️
ბექა
30 ოქტომბერი 2022 23:05
0

სიახლეები პოპულარული