ვეღარ აჩერებენ, ვერა - კიტეიშვილმა ისევ გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისევ გამოიჩინა თავი.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „შტურმმა“ გრაცში 2:1 დაამარცხა „რიდი“, გამარჯვების გოლი კი 71-ე წუთზე კიტეიშვილმა გაიტანა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე თავის გუნდს „ფეიენოორდთან“ გამარჯვება კომპენსირებულ დროში მოუპოვა.

ოთარმა ამ სეზონში ტრავმის მორჩენის შემდეგ ყველა ტურნირზე 3 გოლი გაიტანა.

„შტურმი“ 31 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და 3 ნოემბერს ევროპა ლიგაზე დანიაში „მიდტიულანდს“, ხოლო 6 ნოემბერს გასვლაზე „ალტახს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზღაპარში ვართ, ზღაპარში - უნდა დაგეწერათ. გაათავეთ უკვე თუ ჯერ არა?
odala
30 ოქტომბერი 2022 23:02
49
გაუთავებლობა ეტყობა ზუსტად შენს კომენტარს.
ხუთკუნჭულა
31 ოქტომბერი 2022 01:05
1
მაგარია ძალიან, მთავარია ფიზიკურად მოძიერდეს კიდევ უფრო მეტად, ტრავმები ადვილად არ მიიღოს
Bs
30 ოქტომბერი 2022 22:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული