ვასილი უტკინი: კვარაცხელიას მარადონასთან შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან შედარებაზე გააკეთა კომენტარი.

"არ არის არანაირი აღფრთოვანება, რომლებიც ხვიჩამ არ დაიმსახურა, მაგრამ მისი გოლი+პასის სტატისტიკის მარადონას პირველ სეზონთან შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა. როდესაც მარადონა "ნაპოლიში" გადავიდა, სრულიად სერიოზული საუბრები მიდიოდა იმაზე, რომ ფეხბურთს უგოლო სიკვდილი ემუქრებოდა.

უკნიდან ფეხებში ჩარტყმისათვის და ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათით დასჯას მაშინ არც კი განიხილავდნენ (წესი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემოიღეს). მცველები მხოლოდ ასე ცელავდნენ, ეფექტურად და სასტიკად. ახლა "ნაპოლის" 30 გოლი აქვს
გატანილი, 1985 წლის გაზაფხულზე კი ჩემპიონატი 34 გოლით დაასრულა. დიახ, მაშინ 16 გუნდი იყო, თუმცა ხომ შეიძლება ჩატარებული მატჩების მიხედვით შევადაროთ.

ასე რომ, ბიჭებო, ეს შედარება უაზრობაა. ციფრები ყველაფერს ვერ გეტყვით. აბსოლუტურად უნივერსალური და ფეხბურთში ყოველგვარი ეჭვის გარეშე მხოლოდ აღფრთოვანებულად მეტყველების განსაკუთრებული ნაწილი ან წყევლაა", - წერს უტკინი თავის "იუთუბ-არხზე".

მკითხველის კომენტარები / 31 /
მარადონა ერთადერთი იყო. ხვიჩა მხოლოდ ხვიჩაა და მორჩა. თავისი ნიჭით დ, შრომისმოყვარეობით და ხასიათით მწვერვალებს დაიპყრობს. თავისი სახელი უნდა დატოვოს მსოფლიო ფეხბურთში
მამუკა
12:59 31-10-2022
1
ხვიჩას ძალიან ვგულშემატკივრობ მისი გულისთვის არხები კი დავამატე მაგრამ მარადონას არ შევადაროთ ზედმეტი არაფერი ვარგა წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს
თაზო
12:32 31-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული