ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად 110:108 დაამარცხა.
"ირმების" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე ისევ არ გამოჩენილა. ქართველმა კალათბურთელმა NBA-ს ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 1-ხელ ითამაშა და იქაც 2 წუთი...
საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 25 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მასპინძელთა მხრიდან კეიფ კანინგემმა თავი 27 ქულით, 6 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "ბაქსი" მიმდინარე სეზონში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მოგება-წაგების ბალანსი 6:0-თან აქვს. "დეტროიტს" გამარჯვება და 6 მარცხი აქვს, რითაც აღმოსავლეთში მე-14 ადგილს იკავებს.
ეს გუნდები 3 ნოემბერს კვლავ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.