ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "ნაპოლი" "ლივერპულს" ესტუმრა.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 გახლავთ.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე, ტრადიციულად, აქტიურია. Geo Team-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის გერბს არ დააბიჯა. თითქოსდა, ერთი შეხედვით, არაფერია, თუმცა ფეხბურთში მთავარი პატივისცემაა და მსგავს ნაბიჯს ვარსკვლავები ხშირად დგამენ - გავიხსენოთ ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო და ა.შ.
მაგარი გუნდი ჰყავდათ, რაც ეგ გუნდი დაიშალა იმის მერე პირადად ჩემთვის ლივერპული აღარაფერია, მიუხედავად იმისა, რომ კლოპის დროს აღორძინდნენ.
მანამდე იყო კენი დალგლიში, როი ჰოჯსონი და ყველამ დედა უტირა გუნდს.
მოკლედ მაშინ, ბავშვობაში სულ ვხედავდი, როგორ არ აბიჯებდნენ სხვა ფეხბურთელები გერბს ფეხს და როგორ აქებდნენ მერე პრესაში. ისე არის შესასვლელში ფეხი უნდა დაადგა წესით მარა ღირსეული ადამიანები გვერდს უვლიდნენ ;))
ხვიჩაც ერთერთი მათგანია❤
ძალიან მიყვარს, ბავშვობის ფეხბურთი დამიბრუნა, როცა გულისგანცქალით ველოდი ჩემპიონთა ლიგას.