მატჩის დღე - "ლივერპულის" მცველებს კვარაცხელია მწარედ ახსოვთ, ხვიჩას ლიგაზე კიდევ ერთი გოლი სურს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ასე სწრაფად ჩატარდა და ნაადრევად სრულდება, რისი მიზეზიც მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატია. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაფერი ეს მშვენიერი გამოდგა, "ნაპოლის" ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები ინტენსიურად ვნახეთ. თანაც, შეხვედრებსაც ხომ გააჩნია - ნეაპოლური კლუბი უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, იტალიის ჩემპიონატის მსგავსად, შეუჩერებელია. მეექვსე ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდი "ლივერპულს" ესტუმრება და თუკი 4-ბურთიანი სხვაობით არ დამარცხდება, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს, რაც მერვედფინალში უკეთეს მეტოქეს უნდა ნიშნავდეს. შეხვედრა დღეს, 1-ელ ნოემბერს, "ენფილდზე", თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

თვალი გადავავლოთ "კვარას" გასულ
მატჩებს. ლივერპულელებთან საშინაო დაპირისპირებაში ქართველმა გარემარბმა ვერ გაიტანა, თუმცა მოწინააღმდეგის სახელოვან მცველებს თავგზა აურია, ბევრჯერ დაჯაბნა და ჯოვანი სიმეონეს ლიგაზე სადებიუტო გოლი გაატანინა. "რეინჯერსთან" ხვიჩას მიერ მოპოვებული პენალტი ვნახეთ, "აიაქსთან" კი ჯერ კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის ავტორი გახდა - ქართველმა ფეხბურთელმა ეს 17-წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო. ისევ ამსტერდამელები, საგოლე პასი ჯაკომო რასპადორის და კიდევ ერთი გოლი (თერთმეტმეტრიანი დარტყმით). მე-5 ტურში კვარაცხელიამ დაისვენა.

"ნაპოლიმ" ამ ტურნირზე 20 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 4 მიიღო. ისინი ფრანგულ პსჟ-სთან ერთად ევროპის ტოპლიგებში წაუგებელნი არიან და დიდებული სვლის გაგრძელებას აპირებენ.

Sportall.Ge

დღევანდელ შეხვედრაში ექსპერიმენტები არ იქნება. სერია "ა"-ს ბოლო ტურისგან განსხვავებით, ერთ ცვლილებას ნამდვილად ელიან და სასტარტო შემადგებლობას ირვინგ ლოსანოს ნაცვლად მატეო პოლიტანო უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაშია და მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც იმყოფებოდა, შესაძლოა მარცხენა მცველის პოზიციაზე როტაცია ვიხილოთ და მარიო რუი მატიას ოლივერამ ჩაანაცვლოს. მაინც გასაკვირი იქნება, თუკი ლეო ოსტიგორი სასტარტოში არ იქნება და აქ ისევ ჟუან ჟესუსს ვნახავთ.

Sportall.Ge

თუკი საწყის ტურში ქართველი ფეხბურთელი ევროპის მასშტაბით მაინც სიახლეს წარმოადგენდა, ახლა იურგენ კლოპი მის გასანეიტრალებლად უფრო მეტს იმუშავებს. თუმცა, რთული სათქმელია, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდზე უკეთესი ვარიანტი რა უნდა გააჩნდეს, ის (ისევე, როგორც ჯო გომესი) კი ხვიჩასთან საკმაოდ დაიჩაგრა. კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გოლების რაოდენობისა და სტატისტიკის გაზრდა სურს. ეს ამ ლეგენდარულ არენაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება!

"ლივერპულს" ბოლო დროს საკადრო პრობლემები აქვს და პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. დღეს გუნდს ჟოელ მატიპი, არტური, ნაბი კეიტა, ლუის დიასი და დიეგო ჟოტა დააკლდებიან. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, მათ ისევ მხოლოდ ცენტრალური მცველი ამირ რაჰმანი აკლიათ და სათადარიგო მეკარე სალვატორე სირიგუც ტრავმირებულია.

შეხვედრას 41 წლის გერმანელი ტობიას სტიელერი განსჯის, რომელიც ისეთი სტილით გამოირჩევა, ბარათებს ნაკლებად იყენებს. ის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 2 მატჩის მთავარი მსაჯი იყო.

ასე რომ, დღეს მთელი ჩვენი ყურადღება ლივერპულისკენაა მიმართული.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

altსპალეტი: კვარაცხელიას და სალაჰს ამ მატჩში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლიათ

მკითხველის კომენტარები / 13 /
ლივერპულს დიდი ანგარიშით მოგება ჭირდება ამიტომ გახსნილი თამაში იქნება. შანსია ხვიჩას გოლს კიდევ ვიხილავთ.
იმერელი
20:47 01-11-2022
0
Ჟორაჯან ძაან გეტკინა?მე ხო გეუბნებოდი გეტკინებამეთქი და არაო მინდაო.გინდა და ეხლა მოითმინე ცავატანემ.ხვედელიძე ჯან
G.LA
16:58 01-11-2022
10

სიახლეები პოპულარული