დასაფასებელი საქციელი - ხვიჩამ "ლივერპულის" გერბს ფეხი არ დააბიჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "ნაპოლი" "ლივერპულს" ესტუმრა.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 გახლავთ.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე, ტრადიციულად, აქტიურია. Geo Team-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მერსისაიდული გუნდის გერბს არ დააბიჯა. თითქოსდა, ერთი შეხედვით, არაფერია, თუმცა ფეხბურთში მთავარი პატივისცემაა და მსგავს ნაბიჯს ვარსკვლავები ხშირად დგამენ - გავიხსენოთ ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თუ 2-3 წელი ნაპოლიში ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს ლივერპულში ველოდები
მეფე
07 ნოემბერი 2022 16:02
0
ღირსეული კაცი
!
03 ნოემბერი 2022 01:39
0
მგონი იცის რომ ლივერპულში გადასვლა არ "აცდება" და წინასწარ თადარიგს იჭერს პატივისცემის გამოხატვით :D
nk
02 ნოემბერი 2022 22:50
3
მე კიდევ 1979 წლის 3 ოქტომბერი მახსენდება, როდესაც თბილისის დინამომ ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16-ფინალში ლივერპული 3:0-ით "დაადუღა".
ქიტესა
02 ნოემბერი 2022 21:08
0
მის დიდ ფეხბურთელობასთან ერთად, აი ასეთი უდიდესი მორალური ფასეულობები, კიდევ უფრო დიდს ხდის ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
02 ნოემბერი 2022 17:48
1
ადრე სულ ვუყურებდი ლივერპულის თამაშებს, 2009-10 იან წლებში, ტორესი, ჯერარდი, ალონსო...
მაგარი გუნდი ჰყავდათ, რაც ეგ გუნდი დაიშალა იმის მერე პირადად ჩემთვის ლივერპული აღარაფერია, მიუხედავად იმისა, რომ კლოპის დროს აღორძინდნენ.
მანამდე იყო კენი დალგლიში, როი ჰოჯსონი და ყველამ დედა უტირა გუნდს.
მოკლედ მაშინ, ბავშვობაში სულ ვხედავდი, როგორ არ აბიჯებდნენ სხვა ფეხბურთელები გერბს ფეხს და როგორ აქებდნენ მერე პრესაში. ისე არის შესასვლელში ფეხი უნდა დაადგა წესით მარა ღირსეული ადამიანები გვერდს უვლიდნენ ;))
ხვიჩაც ერთერთი მათგანია❤
ძალიან მიყვარს, ბავშვობის ფეხბურთი დამიბრუნა, როცა გულისგანცქალით ველოდი ჩემპიონთა ლიგას.
Spain
02 ნოემბერი 2022 16:49
0
შესანიშნავი ახალგაზრდაა!!! ძალიან კარგი ფეხბურთელი!!! წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
02 ნოემბერი 2022 16:22
0
მაგარი ფეხბურთელი და უფრო მაგარი კაცი ხარ ხვიჩა.
ზაზა გ.
02 ნოემბერი 2022 15:34
0
ოჯახშია გაზრდილი და იცის რა და როგორ!
gio
02 ნოემბერი 2022 11:28
0
თუ გუნდი გერბი ასეთი სიწმინდეა და პატივისცემის საგანი რატომ აფენენ იატაკზე ? და ეს არ არის მისი უპატივცემულობა ?ამის შემდეგ თუ ვინმემ მასზე გადაიარა ეს ვისი დანაშაულია ? გამოდის რომ ხვიჩას მეტად შეგნებული აქვს თუ რას ნიშნავს გერბი ანუ თუნდაც მოწინააღმდეგის სიმბოლო და მისი დაფასება (აფერუმ ხვიჩა!) ვიდრე მას ვისაც ეს უნდა ევალებოდეს, თუმცა დღევანდელ სამყაროში ბევრ სხვა "უცნაურობასაც " ნახავ აი მაგალითად ქვეყნის დროშისგან შეკერილ "ნიფხავს " და სხვა უმსგავსობებს.
ბაბაია
02 ნოემბერი 2022 10:26
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული