გუშინ, 1-ელ ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, "ლივერპულმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ხვიჩა კვარაცხელიასა და "წითლების" განაპირა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის დუელის შესახებ ისაუბრა და ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ის კარგი ფეხბურთელია, ძალიან სწრაფია. ორივე კარგი მოთამაშეა. როდესაც ხვიჩას პირველ მომენტში უპირატესობა აქვს, მოწინააღმდეგე მის შეჩერებას ვეღარ ახერხებს. ხვიჩას საფეხბურთო "სითავხედე" გააჩნია, შეუძლია საჯარიმოს შიგნით შეიჭრას. ქართველის პირისპირ თამაში ყოველთვის რთულია. როგორც კი ბურთს მიიღებს, მცველი ახლოს უნდა ეთამაშებოდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ფეხბურთელი დაზღვევისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.
ტრენტმა კარგი მატჩი ჩაატარა, შესაძლოა ერთ-ორ მომენტში შეცდა, თუმცა ბოლომდე თამაშში დარჩა" - განაცხადა იურგენ კლოპმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში პირველი ადგილი "ნაპოლიმ" დაიკავა, "ლივერპული" მეორე პოზიციას დასჯერდა, "აიაქსი" ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, შოტლანდიურმა "რეინჯერსმა" კი გამოსვლა 0 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
ან ნაპოლიში დარჩეს დიდი ხნით.
მშვენიერი გუნდი კეთდება ნაპოლისგან და ნებისმიერი გრანდისთვის იქნებიან ძლიერი მეტოქეები. თუ გგონიათ არ შეეძლოთ ლივერპულისთვის გუშინ მოგება ძალიან ცდებით. მსაჯმა გააფუჭა თამაში.
პენალი უნდა დანიშნულიყო, იდ გოლი უნდა ჩათვლილიყო.
მარადონაზე როგორც უშანსოდ მოუგეს იმას აღარ ვლაპარაკობ.
ენფილდი იყო და არ მოაგებიეს რა
- ჯერ ერთი არნოლდი როგორც მცველი ხო დაიპყრო და ააოხრა და მერე მეორე შეტევაში ჩართვის საშუალება არ მისცა. შესაბამისად, სალაჰი დე ფაქტო გამოთიშული იყო თამაშიდან. კუთხურის შემდეგ გატანილი ტაპინი არ ცვლის ამ სურათს.
- ხვიჩაზე პენალტის დადება შეიძლებოდა. ასპროცენტიანი პენალტი არ იყო, მაგრამ მსაჯს რომ დაედო ვინ შეედავებოდა რო? პენალტის ყველა ფორმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა ეგ ეპიზოდი.
- ძალიან მაგარი ასისტის მომენტში უბრალოდ არ გაუმართლა.
პასივში შეგვიძლია ჩავუთვალოთ ის, რომ რამდენიმე ეპიზოდში არადასარტყამი პოზიციიდან დაარტყა...
ასევე, გუშინ კვარა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე ნაკლებად გადადიოდა. სავარაუდოდ, ეგ სპალეტის სიფრთხილის ამბავია. წიპა, არნოლდი მთელი თამაში სტროგად უნდა ყოფილიყო თავის ნახევარზე, რასაც კვარას მარცხენა ფლანგზე მუდმივად ყოფნა ჭირდებოდა.
ერთი მხრივ, არის ლოგიკა სპალეტის გადაწყვეტილებაში. არნოლდს თუ დაცვაში გააჩერებ, ლივერის შემტევი პოტენციალი ეცემა, რამეთუ არნოლდი ბოლო წლების საუკეთესო მცველია შეტევაში, პლუს სალაჰსაც ეზღუდება თავისუფლება.
მეორეს მხრივ, ხვიჩას გადასვლა ცენტრსა და მარჯვენა ფლანგზე სერიოზულად გიზრდის შემტევ პოტენციალს.
ერთი სიტყვით, პრიორიტეტების ამბავია.... აი სასუოლოსთან ცენტრშიც შეიწევს მარცხენა ფრთაზეც გადავა და ვნახავთ რა ჯაფა დაადგებათ ბერგამოელთა მცველებს.