Corriere dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ახლად შეძენილი ავტომობილი Mini Countryman-ი მოჰპარეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანქანა ღამით მოიპარეს, როდესაც ფეხბურთელს ეძინა.
გამოცემა იტყობინება, რომ პოლიციაში საჩივარი შეტანილია და საქმის გამოძიებაც დაწყებულია. "ნაპოლის" გულშემატკივრები მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ და სამარცხვინო უწოდეს.
მიუხედავად მომხდარი ინციდენტისა, ხვიჩამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და "ატალანტასთან" მატჩისთვის ემზადება.
Mini Countryman
სანამ სიტყვის თავისუფლება შემოვიდოდა, რომელსაც ასე ეწინააღმდეგებით უმრავლესობა, მანამდე ხო ასე იყო.
ერთი სიტყვაც არ თქმულა ჯერ გამოძიების მხრიდან, შევდივარ ფეისბუქზე კომენტარებში და 100 კომენტარიდან 99 არის ერთი და იგივე , გონებაჩლუნგური, დაპროგრამებულივით, "ქართველი იქნებოდა, ქართველი იქნებოდა, ქართველი იქნებოდა" , თითქოს ერთმა დაწერა და მერე ყველამ გადააკოპირა. საკუთარი აზრი ხო არავის გააჩნია ამ ქვეყანაში.
არადა ძირითადად ის ხალხია, ვინც სიტყვის თავისუფლებას და ლიბერალურ მიდგომებს ებრძვის და რაც ენაზე მოადგებად ყველაფერს წამოისვრიან, თან პასუხსაც არავინ თხოვს.
აი მართლა ღირსები არიან ეგეთები სიტყვის თავისუფლების და ჰუმანური მიდგომების გარეშე აცხოვრო. ყოველი ამოსროლილი სიტყვისთვის პასუხი აგებინო და იწვნიონ მერე რა არის ჰუმანურ მოპყრობასთან ბრძოლა.
ფსკერზეა ხალხი, გაგიჟება შეიძლება.
სპალეტისაც მოპარეს რამდენიმე თვის წინ მანქანა. ძაან მაგარი სასირცხვილო ამბავია, მე მრცხვენია მაგათ მაგივრად
როგორც გავიგე ქურდობის მომენტში ხვიჩა სახლში იყო, კიდე კაი არაფერი დაუშავეს ბიჭს. დააბრუნებიებენ მაგ მანქანას ,უბრალოდ ტეხავს ასე ქაჯებივით შევარდნა და ქართველი იქნებოდას ძახილი, როცა არაფერი იცი.