ჩაკვეტაძის შოუ - საგოლე გადაცემა, გამოუყენებელი პენალტი და "სლოვანი" მერვედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „სლოვანმა“ ლიეტუვაში „ჟალგირისი“ 2:1 დაამარცხა, H ჯგუფში პირველ ადგილზეა და მერვედფინალში გავიდა.

სლოვაკური „პრავდა“ წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ შოუ დადგა და ეს მართლაც ასე იყო.

მატჩის წინ მომჯობინდა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად სასტარტოში დააყენა. ბრატისლაველები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. მათ თამაშს უნარიანად წარმართავდა ჩაკვეტაძე და მისი დრიბლინგების შემდეგ ალეკსანდარ ჩავრიჩმა დუბლი შეასრულა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში შეამცირეს. ხელოვნურსაფარიან და მოყინულ მოედანზე თამაში ჭირდა. „სლოვანი“
სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდიდან საუკეთესო აშკარად ჩაკვეტაძე გახლდათ, ხშირად ეუხეშებოდნენ, 89-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავადვე დაარტყა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაიტანა და ჩინებულად ჩატარებული შეხვედრა გოლით ვერ დააგვირგვინა. ის 90+3-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში „ბაზელმა“ ერევანში „პიუნიკს“ 2:1 სძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (15), 0:2 ჩავრიჩი (23), 1:2 კიერემე (47)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (89)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩაკვეს და კვარას ნუ შევადარებთ ერთმანეთს, ორივე ოქრო გვყავს და თავისი განსხვავებული სიტყვა აქვთ სათქმელი ორივეს
თენგო
05 ნოემბერი 2022 10:30
0
მეტი უკეთ რა უნდა დაერტყა ჩაკვეს. ეს ვოისი მგონი გამოყ......ა სულ. აი ის თავისი ძმა ხომ ყავს ბედოვლათი პიტალო. ვულოცავ სლოვანს და წარმატებები ბიჭებს. ისე ჩვენი ჩაკვეტაძე ძაან დამანდრაჟებული თამაშობს რომ ვაკვირდები.თითქოს ეშინია ტრამვის და სულ ფრთხილად არის.
Edinio
04 ნოემბერი 2022 17:58
3
ყველაზე დიდი მუხრუჭი ამ გუნდისთვის არის უმცროსი ვაისი, თუ გინდათ თავიდან უყურეთ ამ თამაშს და დარწმუნდებით ამაში, პლუს ამ ყველაფერს საერთოდ არ აძლევს გიოს პასს, ერთი პასიც არ გაუკეთებია გიოს მიმართულებით, თითქოს შურს, რომ გიო მასზე ძლიერია, მეტი დასკვნა ვერ გამოვიტანე მისი თამაშიდან. ეს ძალიან თვალში საცემია.
04 ნოემბერი 2022 14:16
3
ამდენი მომენტის გაუჭება რა არის :(
ზურა
04 ნოემბერი 2022 13:39
0
ჩაკვეტაძე იბრუნებს ჩვეულ ფორმას... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
04 ნოემბერი 2022 12:56
0
გიომ თუ ასე გააგრძელა თამაში და განვითარება , თუ მიაღწია ფორმის პიკს და ტრავმებსაც თავი აარიდა , სეზონის ბოლოს დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გუნდი მოისურვებს მის გადაბირებას ! ძალიან ცოტა ნახევარმცველია დღესდღეობით , ვისაც მოედნის ასეთი ხედვა აქვს , ძალიან ბევრ სახიფათო გადაცემას აკეთებს , რაც მიუხედავად იმისა , რომ გოლით არ მთავრდება , ჩაკვეს პლიუსად ეწერება და ამას სკაუტებიც და მწვრთნელებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ . მიდი ჩაკვეე , არ დანებდეე , ბოლომდე საკუთარი და ჩვენი ოცნებების ასასრულებლად .
ATP 16
04 ნოემბერი 2022 12:48
1
გული სიხარულით მევსება და იმედიც გამიჩნდა,რომ ისევ ძველებურს და უკეთეს ჩაკვეს ვიხილავთ. საბოლოო ჯამში ყველაფერმა საქართველოს ნაკრებზე უნდა იმოქმედოს წარმატებულად. წარმატებები!
თენგაბი
04 ნოემბერი 2022 12:29
0
ბატონო vasili,
სხვა ფეხბურთელს რომ დაემატებინა - ჩაითვლებოდა. ასეთია წესი!
ჩაკვემ პრაქტიკულად ორჯერ დაარტყა ბურთს, რაც არ შეიძლება.
ვაჟა მასწავლებელი
04 ნოემბერი 2022 12:27
0
ჩაკვე რომ ოპტიმალურ სათამაშო ფორმას დაუბრუნდეს, კვარაზე ბევრად კლასსნი და ინტელიგენტური სტილი აქვს. ვისაც გახსოვთ
Gio
04 ნოემბერი 2022 12:18
4
ვერ მივხვდი რატომ არ ჩაითვალა ეს გოლი ? რა იყო აქ თამაშის დარღვევა?
Vasili
04 ნოემბერი 2022 11:19
2
ის იხო ცმაო რომ ცელს მოხვტა და დამატებაზე არ შეცლო ტვიტონ რო დაერტხა,სხვას რო დაემატებინა ჩატვლიდნენ ან მეკარე რო შეხებოდა და მერე ტვიტონ რო დაემატებინა ჩატვლიდნენ,არა სცორი რახაც დებილიბები მოიგონეს .
K.k
04 ნოემბერი 2022 12:41
1
პენალტის დროს (ჯარიმისაც) არ გაქვს უფლება ბურთს ორჯერ შეეხო. დარტყმის შემდეგ თუ არავის შეეხო ბურთი და ძელიდან ასხლეტილი მოგივიდა, ეგეც ორჯერ შეხებად ითვლება. სხვამ უნდა დაამატოს ძელიდან გამოვარდნილი, იმან არა ვინც ურტყამს. თითებით ოდნავ მაინც რომ შეხებოდა მეკარე, მერე ჰქონდა უფლება დამატებიზ
ორჯერ შეეხო
04 ნოემბერი 2022 12:36
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული