ვაისი: ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩაკვეტაძეს პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ბოლო ტურში "სლოვანმა" ვილნიუსში "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.

თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.

ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი - გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
არ ვეთანხმები წინა შემფასებელს. ფეხბურთი თუ გინდა ითამაშო უნდა იყო თავდაჯერებული და თავხედრური თამაშით უფრო მიაღწევს იმ შედეგს რაც ჩვენ გვინდა. კარგი იქნებოდა უფრო კარგი გუნდელები რომ ყავდეს. დიდი მადლობა ვაისს
გიორგი
04 ნოემბერი 2022 13:26
0
ისეც ნუ გამოიყვანთ მეგობრებო, თითქოს ჩაკვე არ იმსახურებდა და ვაისი ნაცნობობის გამო ათამაშებდა. თავიდანვე ერთი თავით (მინიმუმ) მაღლა იდგა მის გუნდელებზე, ყველაფერზე ეტყობოდა ეს. ასე რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარემ მოიგო. თქვენ რო გცოდნოდათ, რომ მარგალიტივით ფეხბურთელის უფასოდ წაყვანა შეგიძლიათ, რომელიც 10 თამაშში უმაღლესი დონისა გახდება (შეიძლება მთლად კვარა ვერა, მარა არც ბევრად ნაკლები) არ წაიყვანდით? ვაისის დიდი ინტერესიც იყო ამ ამბავში
ლადო
04 ნოემბერი 2022 15:51
1
კარგია ამ საიტის ფორუმი, რომ ყველას აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. მიუხედავად ზოგიერთი გამოვარდნისა, აშკარად, უფრო კვალიფიციური და კომპეტენტური პოსტები იდება, ვიდრე ზოგიერთი ქართველი მწვრთნელი და ფეხბურთის სპეციალისტი აზროვნებს. ქართველ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ვურჩევ, აქტიურად ჩაერთონ ამ ფორუმში და გაეცნონ აქ დადებულ პოსტებს. ვფიქრობ, ბევრ რამეზე აეხილებათ თვალი და სულ მცირე, საფეხბურთო აზროვნება გაეზრდებათ.
კარგია ასევე, რომ ზოგი ჩაკვეს უჭერს მხარს და მის გავლენას აღნიშნავს თამაშზე, თავისი ნაკლით და დადებითით. ასევე კარგია, რომ ვაისსაც არ ვუკარგავთ მის დამსახურებას ქართველი ფეხბურთელების წინაშე.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს უნდა წაადგეს, რომელიც ძალიან ჩამორჩება და გამოსწორების იმედიც არ ჩანს.
თენგაბი
04 ნოემბერი 2022 13:07
2
ეს ის იშვიათი მომენტია,როცა ვაისს ვეთანხმები.
კახა ქ.
04 ნოემბერი 2022 18:45
0
სხვანაირად დაარტყავ 11-იანების სერიაში ბათუმის მერე ვის ხვდებოდა აღარ მახსოვს და აუღო მეკარემ, ასე ძელს მაინც გაარტყა.დ არა უშავს მესამე გამოუვა.
ggg
04 ნოემბერი 2022 16:38
0
არ სცოდნია პენლის დარტყმა ისე გამოგდის ))) მაშინ ჯერ ივარჯიშოს და სხვებს დაუთმოს ))
)))
04 ნოემბერი 2022 18:37
0
100% ვენთანხმები ვაისს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
04 ნოემბერი 2022 15:57
0
ძაან კარგია გიო,ნუ დაუჯერებ პრაფესორებს-არ გაგიმართლა უბრალოდ.სხვა დროს გაგიმართლებს აუცილებლად!პანენკას დარტყმას სუპერსტარები(რამოსი,ბენზემა,ლეო….) ზუსტადაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ასრულებენ-როცა მეტოქე ამას აშკარად არ ელოდება.მიდი გიო გული არ გაიტეხო,მთავარია ფიზიკა დაქაჩე,დანარჩენი იღბალი და ისევ დაიბრუნებ ძველ დიდებას!ღმერთი შენკენ!
BOSS
04 ნოემბერი 2022 22:36
0
უნდა იყო თამამი, უშიშარი, შეუდრეკელი, მიზანსწრაფული და არა თავხედი
გიორგის
04 ნოემბერი 2022 17:17
0
პენალტის რომ ასრულებ, წესები უნდა იცოდე, გატანას ზეიმობდა.
სამართალი
04 ნოემბერი 2022 16:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული