მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს "სამეფო გუნდი" აკვირდება.
Championship-ი "ბლანკოსის" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ხუან კამილო ანდრადეს ესაუბრა, რომელმაც ამ თემაზე შემდეგი მიუგო:
"პირადად მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, ეს კლუბის შიდა საქმეებია. ჩვენ არასდროს ვამხელთ მსგავს ინფორმაციას და ეს სპორტის დეპარტამენტს ეხება", - ამბობს ანდრადე.
"ედენ აზარი უნდა შეცვალოს" - კვარაცხელიას "რეალში" გადასვლის შესაძლო გეგმა