კვარაცხელია ტრავმირებულია - "ნაპოლი" მეორეადგილოსნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა ("ლივერპულთან" 0:2), თუმცა ამით ხასიათი არ უნდა გაეფუჭებინათ, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. უახლოესი მეტოქე მეორეადგილოსანი "ატალანტაა" - შაბათს, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - წელის მწვავე ტკივილის გამო, ქართველი ლეგიონერი შეხვედრას გამოტოვებს. ის გუნდის ოფიციალურ განაცხადში არ იმყოფება. ამ ეტაპზე, ტრავმის სირთულე და სხვა დეტალები უცნობია.

ბერგამოელები გრანდებს ტოლს არ უდებენ, თუმცა, თუკი წინა წლებში ამ გუნდს ბევრი გაჰქონდა და გულშემატკივრების სიყვარული ამით მოიპოვა,
ბოლო დროს უფრო პრაგმატული გახდა.

მეტოქეებს შორის სხვაობა 5 ქულაა. შესვენებამდე 3 ტური უნდა ჩატარდეს და გუნდები მომავალი წლისთვის მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებას გეგმავენ, ლიდერის არყოფნა კი დიდი დანაკლისია.

ისე მოხდა, რომ პირველ წრეში ძლიერ მეტოქეებს ნეაპოლური კლუბი სტუმრად დაუპირისპირდა. ამის მიუხედავად, მშვენიერი შედეგები აქვს და ამ სვლის გაგრძელებას ბერგამოშიც ეცდებიან.

შეხვედრას 40 წლის მაურისიო მარიანი განსჯის. ის საერთაშორისო დონეზე საკმაოდ აღიარებული არბიტრია, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" "მილანთან" სტუმრობას მსაჯობდა, სადაც უხეშობის გამო კვარაცხელიას მეურვეები თამამად გააფრთხილა და მილანელთა თავკაცს შესვენებაზე იძულებუთი ცვლილებების განხორციელება მოუხდა.

ჩვენებურის გუნდი სერიოზული გამოწვევის წინაშეა, 12 ნოემბრამდე კი 2 საშინაო შეხვედრას ჩაატარებს "ემპოლისა" და "უდინეზეს" წინააღმდეგ. "კვარას" მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. 

altიტალიური ბლოგი ქართველ ვარსკვლავებზე

altდიდი აღიარება - ორმა გამოცემამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

altრა უნდა ისწავლოს ხვიჩას "ნაპოლიმ" მარცხისგან - მესისთან შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ნაპოლის გვერდზე ამაზე არაფერი არ წერია ! ვინ გაავრცელლა და რა გაავრცელა ? რის გამო სტივა წელი გაციების თუ დაზიანების გამოო ??
და თუ მართალია მე ვთვლი რომ ლივერპულთან პირითი ხაზის იქეთ თხრილში რომ ჩავარდა იმის ბრალია @ რომ ამოიყვანა ოსიმენმა ხელზეც იკიდებდა და წელზეც @ რამდენი ხანია ამბობენ რომ ბრიტანულ სტადიონებზე ეგ თხრილები მოაშორონ ! ან რა დანიშნულება აქვთ მაგათ ?? ჯერ კიდევ ალან შირერი მახსოვს რომ ჩავარდა ეგეთ თხრილში (სხვათა შორის ქეცბაიას პასის მერე ბურთს კი დაეწია და ჩაწოდა მაგრამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ჩავარდა იქ) და მძიმედ დაშავდა ! ასევე რუნიც ჩავარდა და დაშავდა ! და კიდევ ვინ იცის რამდებიიიიიი @@@
zura222
04 ნოემბერი 2022 20:52
6
ინგლისის სტადიონების უმეტესობებზე არის კარების უკან მინდორი რომ მთავრდება მოედნის მთელ სიგანეზე არის მკვეთრი დაქანება და მერე სარეკლამო ბანერები და აი მაგათ შორის ჩავარდნაა ძალიან სახიფათო ! და თხრილი მე კი არა დეილი მეილის ცნობილმა ჟურნალისტმა (გვარი დამავიწყდა)
დაარქვა რუსმა ჟურნალისტმა უტკინმა საერთოდ სანგარი (აკოპი) დაარქვა მაგას DD
zura222
05 ნოემბერი 2022 01:43
0
რა უცნაურას ჟღერს “ფეხბურთის თამაშის დროს სტადიონზე თხრილში ჩავარდა ფეხბურთელი” :D
qomagi
04 ნოემბერი 2022 21:59
0
ყველა გამოხმაურება
იქნებ დააზუსტოთ, საზარდულის კუნთია თუ უფრო წელი:?
ტარო
04 ნოემბერი 2022 20:41
4
სად საზარდული და სად წელი?
givi
04 ნოემბერი 2022 21:01
1
რაღაც ძაან ცუდად დაემთხვა ეს ყველაფერი... მაგრამ მეორეცაა ზაფხულიდან შეუჩერებლად თამაშობს და სადღაც თავიც უნდა ეჩინა. სამწუხაროა
giorgi 12
04 ნოემბერი 2022 20:23
4
რა მშრალად გიწერიათ წელის ტკივილიზე. მწარე ტკივილი წელის რას ნიშნავს? ტრამვა არ მიუღია მგონი. იქნებ ძირითადში არ დააწყებინოს და მერე შემოიყვანოს.
G.LA
04 ნოემბერი 2022 20:08
4
მწარე და მწვავე ერთი მნიშვნელობის არ არის? უკაცრავად ჩემი კომენტ. რომ ვერ მოგაწონეთ, მაინც მადლობა თვალს რომ ადევნებთ.
G.LA
04 ნოემბერი 2022 20:38
3
ყოველთვის სასწაული კომენტარები რატომ გაქვთ? მწარე არ წერია, მწვავეა, სხვას არაფერს ამბობს ოფიციალური გვერდიმ არ იქნება და რანაირად შემოვა?
კვარადონა
04 ნოემბერი 2022 20:29
4
ძალიან სამწუხაროა ხვალინდელ თამაშს თუ გამოტოვებს:( მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
გულშემატკივარი
04 ნოემბერი 2022 20:01
1
ამ თამაშს ველოდებოდი მერამდენე დღეა უკვე. ჩამი...ეს ფანტაზიებში.
კვარა გამოკეთდი მთელი საქართველო შენი ყურებით ცოცხლობს მემგონი.
მეგრელი
04 ნოემბერი 2022 19:59
1
ჯერ მანქანის მოპარვის ამბავი, ეხლა ტრავმა... არ მომწონს.
გია
04 ნოემბერი 2022 19:59
2
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს და ნაპოლის!!!
გულშემატკივარი
04 ნოემბერი 2022 19:08
0
წელს რომელი თამაშიც ვნახე ატალანტასი უხეშობდნენ სულ წვრილ ჯარიმებს იღებდნენ ვნახოთ ხვალ რაფერ ითამაშებენ თან ფორვარდები უბრუნდება კაი თამაში იქნება
beqa
04 ნოემბერი 2022 17:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული