რა უნდა ისწავლოს ხვიჩას "ნაპოლიმ" მარცხისგან - მესისთან შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი", მიმდინარე სეზონში პირველად, ყველაზე "სასურველ" შემთხვევაში დამარცხდა - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი მაინც დაიკავა. თამაშით მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კმაყოფილი დარჩა, თუმცა მას ამ შეხვედრაში ბევრი ისეთი რამ უნდა დაენახა, რაც მოგვიანებით აუცილებლად გამოადგება. თუკი ნეაპოლელებს უეფას ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მაქსიმალურად შორს გასვლა სურთ, "ლივერპულთან" მარცხნიდან სასიკეთო დასკვნების გამოტანა დასჭირდებათ.

Sportall.Ge

რა დავინახეთ "ენფილდზე"? მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რიგებიდან თითქმის ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და გოლებიც არაერთს გააქვს, გუნდი მაინც გარკვეულ საყრდენ წერტილებზე დგას და თუკი
ისინი შესაბამისი ენერგიით არ ამუშავდნენ და თამაში არ "გახსნეს", საერთო ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ გამოასწორეს, ისე დამაჯერებლად თამაში მაინც რთულდება. ვინაა ასეთი? ერთ-ერთი პირველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა შემტევმა ჯარიმიდან ბრწყინვალედ ჩააწოდა და ერთხელაც დაგვაფიქრა, რომ თამაშგარეს წესი გარკვეულ გადახედვას უნდა დაექვემდებაროს. ის გოლი თამაშის შინაარსს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. "კვარას" წინააღმდეგ პენალტის დანიშვნაც შეიძლებოდა, რაც ასევე, შეხვედრას სხვა კალაპოტში გადაიყვანდა. ხვიჩას კარში დარტყმები ისე არ წაუვიდა, როგორაც სჩვევია, თუმცა ყოველთვის ვერ გაიტან. შეგვიძლია რამდენიმე მატჩი გავიხსენოთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე იტალიის ჩემპიონატში, სადაც ჩვენებურის შედეგიანმა მოქმედებამ თამაშის სცენარი მთლიანად სპალეტის გუნდის სასარგებლოდ წარმართა. ასე რომ, კვარაცხელიას მნიშვნელობა, ამ გუნდურობაზე ხაზგასმით მიუხედავად, დიდია. ისევ გვინდა აღვნიშნოთ, რაც ადრეც ვახსენეთ - ქართველი გარემარბი სტანდარტულების შესრულებაში უფრო აქტიურად უნდა ჩართონ, მას ეს კარგად შეუძლია.

სტანისლავ ლობოტკა - ადამიანი, რომელიც ამ გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშეა და მისი მოედნიდან ცოტა ადრე გასვლა პრობლემების მატარებელი გახდა. გასაგებია, საქმე "ლივერპულთან" გასვლით დაპირისპირებასთან გვქონდა და იტალიურ კლუბს მიზანი უკვე მიღწეული ჰქონდა, თუმცა სლოვაკის არყოფნაში უკანასკნელი წუთები ჩავარდა. ამ საკითხზე სპალეტის ბევრი ფიქრი დასჭირდება. ლობოტკას შემცვლელი, რეალურად, არ არსებობს და ეს ის იშვიათი პოზიციაა (მარცხენა გარემარბთან ერთად), სადაც ალტერნატივები, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ ბევრი ინგლისური კლუბია და მათთან წარმატების მისაღწევად ფიზიკურ ორთაბრძოლებში უფრო ხშირად გამარჯვება იქნება საჭირო. ლივერპულელების ორივე გატანილი გოლი მეორე სართულზე დაპირისპირებისას შექმნილ პრობლემას მოჰყვა. სამხრეთკორეელი კიმი ძალიან კარგად გამოიყურება, მინდვრის ყველა მონაკვეთში თავგანწირულად იბრძვის და თამაშს კარგად კითხულობს, თუმცა სტანდარტულების დროს მხოლოდ მისი მონდომება საკმარისი ვერ იქნება.

Sportall.Ge

კიდევ ერთი საკითხი როტაციის სწორად განხორციელებას ეხება. ვიქტორ ოსიმენის ფაქტორი გასაგებია, თუმცა მაინც ისე ჩანს, რომ კარგ ფორმაში მყოფი ჯაკომო რასპადორი მცირე სათამაშო დროის გამო ძველებურად მწვავე ვეღარაა. იგივე ჯოვანი სიმეონეს შეუძლია, მცირე დროშიც შედეგიანი იყოს. ამ საკითხზე ადრეც დავწერეთ, რომ კონკურენციას სწორად გამოყენება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა, გუნდზე ნეგატიური გავლენაც კი ჰქონდეს. მართალია, ჯერ მსგავსი არ იგრძნობა, თუმცა სამომავლოდ ყურადსაღები მომენტია.

ახლა მთავარია, ნეაპოლური კლუბი არ მოეშვას და მოახლოებულ შესვენებას სერია "ა"-ში კვლავ ლიდერის რანგში შეხვდეს. წინ სამი მატჩია, "ატალანტასთან" გასვლითი დაპირისპირება კი მათგან ყველაზე რთულია. ბერგამოული კლუბი ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება და მის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს.

Sportall.Ge

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრას, "ნაპოლი" საკმაოდ კომფორტულ ვითარებაშია და ცოტათი გამართლების შემთხვევაში, მეოთხედფინალზე ფიქრი თამამად შეეძლება. ამ ცოტაში კი მესი-ნეიმარი-მბაპეს პსჟ-სთან დაპირისპირების თავიდან არიდება იგულისხმება. მეორე მხრივ, კვარაცხელიას ამ დონის ფეხბურთელებთან დაპირისპირება ერთი სიამოვნება იქნება. მერვედფინალში სხვა სავარაუდო მეტოქეები 7 ნოემბრის წილისყრაში - "ბრიუგე", "აინტრახტი", "ლაიფციგი", "დორტმუნდი".

alt"ძალიან სწრაფია, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია" - იურგენ კლოპი ხვიჩაზე საუბრობს

alt"კვარაცხელიას წაქცევისთვის პენალტი უნდა დანიშნულიყო" - ამტკიცებს ყოფილი იტალიელი მსაჯი

altსპალეტი: მოგება შეგვეძლო - შედეგი სტრატოსფერულია

altკვარაცხელიას შეცვლის შემდეგ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" ორი გოლი გაუშვა და სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბავარია პსჟ რეალი, სიტი. ესენი დაეჯახებოდნენ ერთმანეთს მერვედფინალში გამიხარდებოდა. ფინალი კარგი იქნებოდა ნაპოლი ბავარია. ორივე გუნდური თამაშით გამოირჩევა!
დავით 67
02:38 04-11-2022
0
პესეჟეს დიდი მინუსი ისაა რომ არ შეუძლიათ თავგანწირული მონდომებით თამაში მხოლოდ კლასი აქვს ამ გუნდს. რამოსი ან კიმპემბე ვერ იქნება კიმინჯეზე ან ოსტიგარდზე მეტად მონდომებული ყველაფერი აქვს ნანახი თასიც ფინალიც რა უნდა ნახოს რისთვის გაიხეს და დარწმუნებული ვარ კონცენტრაციასაც დაკარგავენ დაცვაში ბოლოს რა ბურთებსაც უშვებს პესეჟე აქიდან გამომდინარე ვიძახი ჩემი აზრით ნაპოლის დაცვა და ნახევარდაცვა პესეჟესას ჯობია და შეტევაში არც ნეაპოლელები ჩამორჩებიან
გოგა
22:09 03-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული