კვარაცხელია ტრავმირებულია - "ნაპოლი" მეორეადგილოსნის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა ("ლივერპულთან" 0:2), თუმცა ამით ხასიათი არ უნდა გაეფუჭებინათ, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. უახლოესი მეტოქე მეორეადგილოსანი "ატალანტაა" - შაბათს, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - წელის მწვავე ტკივილის გამო, ქართველი ლეგიონერი შეხვედრას გამოტოვებს. ის გუნდის ოფიციალურ განაცხადში არ იმყოფება. ამ ეტაპზე, ტრავმის სირთულე და სხვა დეტალები უცნობია.

ბერგამოელები გრანდებს ტოლს არ უდებენ, თუმცა, თუკი წინა წლებში ამ გუნდს ბევრი გაჰქონდა და გულშემატკივრების სიყვარული ამით მოიპოვა,
ბოლო დროს უფრო პრაგმატული გახდა.

მეტოქეებს შორის სხვაობა 5 ქულაა. შესვენებამდე 3 ტური უნდა ჩატარდეს და გუნდები მომავალი წლისთვის მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებას გეგმავენ, ლიდერის არყოფნა კი დიდი დანაკლისია.

ისე მოხდა, რომ პირველ წრეში ძლიერ მეტოქეებს ნეაპოლური კლუბი სტუმრად დაუპირისპირდა. ამის მიუხედავად, მშვენიერი შედეგები აქვს და ამ სვლის გაგრძელებას ბერგამოშიც ეცდებიან.

შეხვედრას 40 წლის მაურისიო მარიანი განსჯის. ის საერთაშორისო დონეზე საკმაოდ აღიარებული არბიტრია, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" "მილანთან" სტუმრობას მსაჯობდა, სადაც უხეშობის გამო კვარაცხელიას მეურვეები თამამად გააფრთხილა და მილანელთა თავკაცს შესვენებაზე იძულებუთი ცვლილებების განხორციელება მოუხდა.

ჩვენებურის გუნდი სერიოზული გამოწვევის წინაშეა, 12 ნოემბრამდე კი 2 საშინაო შეხვედრას ჩაატარებს "ემპოლისა" და "უდინეზეს" წინააღმდეგ. "კვარას" მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. 

altიტალიური ბლოგი ქართველ ვარსკვლავებზე

altდიდი აღიარება - ორმა გამოცემამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

altრა უნდა ისწავლოს ხვიჩას "ნაპოლიმ" მარცხისგან - მესისთან შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ოეეე, სპალეტი შე ქოსატყუილა)))))
ჭიჭიკია
05 ნოემბერი 2022 00:23
5
სამი მუშკეტერი ნეაპოლშიც ყოლიათ))))) ვინ ჭამს ეხლა მაგას, ჰა სპალეტი?)))
დარტანიანი
04 ნოემბერი 2022 23:15
3
ატალანტასთან 0:0 . ეს ანგარიში ჩემპიონობაში ხელს არ შეუშლის, სასურველია სხვა თამაშებიც ფრედ დამთავრდეს
mmm
04 ნოემბერი 2022 22:45
1
პატარა მოედანზე, ვარჯიშის დროს დაზიანდა სამწუხაროდ
kaxa
04 ნოემბერი 2022 22:36
1
ჯანმრთელობა ხვიჩას! მაგრამ ერთი კია, რაც შეიძლება დისტანცირდეს იმ "ტიპებიდან" ვინც "ჯიგრულად"კრიშავს. სამწუხაროდ ეს თემები კიდევ გვხვდება, ჩვენ კი ყველამ ყველაფერი ვიცით და ხმას არ ვიღებთ,
დათო
04 ნოემბერი 2022 22:13
2
ჰო, ალიბაბა დახვედრია კიდევ, ორმოც ყაჩაღთან ერთად. ))))))))))))))))
ჯადო
04 ნოემბერი 2022 21:44
2
კოსტა, 100-იანი ბერგამოელი ქურდები იქნებოდნენ. ასეა თუ ისე, საწადელს კი მიაღწიეს, ხვიჩა გამოიყვანეს მწყობრიდან.
კოსტა-ს
04 ნოემბერი 2022 21:39
1
ჩემი ვერსია ასეთია: ვარჯიშის მერე ბრუმებოდა სახლში და გზაში ის ქურდები დახვდნენ. აი როგორც ინდურ ფილმებშია ხოლმე. ხვიჩამ ცხრა დააგდო და მეათემ წელში ჩაარტყა ჯოხი. იქვე კარაბინიერებიც მოვიდნენ და ქურდები გაბაწრეს.
კოსტა
04 ნოემბერი 2022 21:01
7
დღეს, პრესკონფერენციაზე სპალეტის არც უხსენებია ხვიჩას ტრავმა. რამე სერიოზული რომ ყოფილიყო იტყოდა. შეიძლება მეორე ტაიმში გამოუშვას?
giorgi3
04 ნოემბერი 2022 20:57
2
კომენტარებში წერთ რომ ზაფხულიდან შეუჩერებლად თამაშობსო …რა ზაფხულიდან რის ზაფხულიდან …იანვრის თვეში რომ დაიწყო რუბინმა შეკრება და ჯერ ამხანაგურები შემდეგ თებერვლის ბოლოდან თასის და ჩემპიონატის თამაშები შემდეგ ბათუმში ითამაშა ეგრევე შეუსვენებლად მერე კი უკვე ნაპოლის შეკრება და მალევე ჩემპიონატიც დაიწყო …ასე რომ ამ წლის 2022-ის განმოვლობაში შესვენება არც ქონია თუ არ ჩავთვლით იმ 10 დღეს ( ბოლო 2 თამაში რომ გამოტოვა ბათუმში) როდესაც კონტრაქტს აწერდნენ ხელს …კი ახალგაზრდაა მაგრამ ბოლოსდაბოლოს ისიც ადამიანია მანქანა ხომ არაა რა !!!!!
მდაა
04 ნოემბერი 2022 20:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული