HSV24.MOPO "ჰამბურგის" ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის "სლოვანში" წარმატებულ ასპარეზობას ეხმიანება:
"ჰამბურგის" ექსფეხბურთელმა თავისი ახალი გუნდის ჯგუფში გამარჯვება უზრუნველყო
"გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე HSV-ში თამაშობდა. ქართველი "გენტიდან" იჯარით აიყვანეს, რათა გუნდს ბუნდესლიგაში დაბრუნებაში დახმარებოდა, თუმცა გეგმამ არ იმუშავა. მან მეორე ბუნდესლიგის 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ზაფხულში გერმანული კლუბისა და ფეხბურთელის გზები გაიყარა.
ამ სეზონში 23 წლის გიორგი იჯარის წესით "სლოვანში" თამაშობს და იქ საქმეები გაცილებით უკეთ მისდის. ხუთშაბათ საღამოს ბრატისლაველებმა კონფერენს ლიგაზე "ჟალგირისი" 2:1 დაამარცხეს. ჩაკვეტაძემ მეორე გოლისას
გადამწყვეტი გადაცემა გააკეთა და სლოვაკების ჯგუფში პირველობა უზრუნველყო".