"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ბერგამოში "ატალანტასთან" სათამაშოდ წელის ტრავმის გამო არ გაჰყვა. Football Italia-ს ინფორმაციით, კვარაცხელიამ წელი პარასკევს მოკლე მოედანზე თამაშის ბოლოს დაიზიანა.
Area Napoli-ს ცნობით, წელი ძალიან სტკიოდა, მწვავე შეტევა ჰქონდა, მის მდგომარეობას სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ხანი გაუცდება.
სავარაუდოდ, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა, მისი ბერგამოში სათამაშოდ წაყვანა უბრალოდ არ გარისკეს და 8 ნოემბერს "ემპოლისთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
მან ამ სეზონში თითქმის შესვენების გარეშე 17 მატჩი ჩაატარა, როგორც ჩანს, ფიზიკურადაც გადაიღალა და
მცირე ხნით დასვენება წაადგება კიდეც.