ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა და "ემპოლისთან" უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ბერგამოში "ატალანტასთან" სათამაშოდ წელის ტრავმის გამო არ გაჰყვა. Football Italia-ს ინფორმაციით, კვარაცხელიამ წელი პარასკევს მოკლე მოედანზე თამაშის ბოლოს დაიზიანა.

Area Napoli-ს ცნობით, წელი ძალიან სტკიოდა, მწვავე შეტევა ჰქონდა, მის მდგომარეობას სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი ხანი გაუცდება.

სავარაუდოდ, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა, მისი ბერგამოში სათამაშოდ წაყვანა უბრალოდ არ გარისკეს და 8 ნოემბერს "ემპოლისთან" საშინაო მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მან ამ სეზონში თითქმის შესვენების გარეშე 17 მატჩი ჩაატარა, როგორც ჩანს, ფიზიკურადაც გადაიღალა და
მცირე ხნით დასვენება წაადგება კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 33 /
სხვვათა შორის ბევრი ამბობს რომ ვაი თუ ხვიჩას შემცვლელმა გაიტანოს გოლი და მერე შემდეგ თამაშზე ხვიჩას აღარ დააყენებენო DD მაგალითად ელმასმა რომ ითამაშოს და 2 გოლი გაიტანოს და 2 საგოლე პასი გააკეთოს მაინც ვეერ ამოაგდებს ხვიჩას ძირითადიდან ეს ზღაპარია ! ხვიჩა ნაპოლიში ხელშეუხებელია ! ისევე როგორვ კაპიტანი დი ლორენცო კიმი და ოსიმენი !
zura222
22:08 04-11-2022
1
არა და ზუსტად რომ ატალანტასთან იყო საჭირო, აი ძაან დააკლდება, იმედია ქულებს არ დაკარგავენ.
პ.ს. გულის სიღრმეში მინდა რომ გაჭირვებით მოიგონ და გოლიც სტანდარტულიდან გაიტანონ მხოლოდ.
ნაპოლის გულშემატკივრებთან დიდი ბოდიში.
ზურა
21:34 04-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული