"ხვიჩას ტრავმა მან მიაყენა და "ატალანტასთან" "კვარა" ამიტომ ვერ ითამაშებს" - ქართველი დღეს გამოკვლევებს ჩაიტარებს

AutoSharing Option
Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" დღევანდელ შეხვედრას "ლივერპულთან" მატჩში მომხდარი ტრავმის გამო გამოტოვებს.

როგორც აღნიშნული წყაროს პოსტიდან ირკვევა, ქართველმა დაზიანება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

Sportall.Ge

"გახსოვთ მომენტი, როცა კუთხურის ხაზთან ალექსანდრ-არნოლმა ხვიჩას ხელი კრა და სარეკლამო ბანერებში გადააგდო? სწორედ მაშინ იტკინა ზურგის ქვედა ნაწილი კვარაცხელიამ, უხერხულად დაცემის მომენტში.

ფეხბურთელი შემოწმებას დღეს ჩაიტარებს და გვეცოდინება, რამდენი დღით მოუწევს ჩვენს ოქროს ბიჭუნას დასვენება", - ვკითხულობთ პოსტში.

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე

"კვარაზე" და მის მომავალზე

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჰო ერთი ხელით რომ წააქცევ პენალტი არ ინიშნება,აუცილებლად მეორე ხელი და კიდე ფეხი უნდა ჩაარტყა,უნდა მოტეხო რაიმე და მერე დანიშნავენ პენალტს,ვაი თქვენს პატრონს და ვუი ასეთ მსაჯებს და ასეთ ფეხბურთს.
თერჯოლელი
05 ნოემბერი 2022 19:58
1
ჯერ პენალტი არ დადო მსაჯმა ხელის კვრისთვის ხოლო ამ მახინჯმა არნოლდა საერთოდ გაიმეტა ტრავმისთვის და თხრილში ჩააგდო დაუნდობლად.ასეთი რამე მესისთვის რომ ვინმეს გაეკეთება წითელს უჩვენებდა.ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით ხვიჩამ დრიბლინგები არ უნდა აკეთოს რომ არ გაბრაზდენ მცველები.აბა სკრიპკაზე დაუკრას თუ ბალეტი იცეკვოს.სწორედ მაგით შეაყვარა თავი მთელ ევროპას რადგან ყველაფერს ლამაზად აკეთებს.თუ გაბრაზდებიან ცივი წყალი დალიონ,ხოლო მსაჯები იმიტომ არიან რომ გაბრაზებულები დასაჯონ.
ვა რა დონეა
05 ნოემბერი 2022 19:08
1
მამის შვილია! "კბილების სიმწრით ღრჭიალით", მაგრამ მაინც ითამაშებდა! დარწმუნებული ვარ ყოველი თამაშის შემდეგ ფეხებში მაგარი ნაცემი და ყინულებში ექნება! არნოლდმა (ნაბიჭვარმა) სპეციალურად მოუწყო და თანაც ისე, რომ ბარათიც არ მიუღია. გააწამა ყველა ეპიზოდში სადაც ერთი-ერთზე დარჩა.
პენალტის არდანიშვნის ეპიზოდშუც იდაყვი ჰკრეს ზურგში!
და საერთიდ მსაჯი მაგრად იკავებდა თავს, როგორც ბარათებზე ისე საჯარიმო სანქციებზე. ყველა ორთაბრძოლა უხეში იყო. ნახევარი ლივერპული გასაყრელი იყო მოედნიდან!
ან ყურის ოფსაიდში ყოფნა რა უბედურებაა? მესმის ტორსის ნაწილი ან ფეხი იყოს წინ.
არადა ობიექტურად სულ სხვა შედეგი დადგებოდა!!!
ალბათ ორი კვირა მოუწევს კიდევ უქმეები. სწრაფად გამოჯანმთელებას გისურვებთ ჩვენო "ოქროს ბიჭუნა"!
წარმატებები კვარას და ნაპოლის!
G.A.L.
05 ნოემბერი 2022 16:52
2
რას იგონებენ..საიდან მოიტანეს არნოლდმა უბიძგა და გადააგდო...ხვიჩა რივოკზე გავიდა..პასის ჩაწოდება მოასწრო და მერე ვერ შეიკავა თავი სველ მინდორზე და გასრიალდა ინერციით დაეჯახა..ტრამვა შესაძლებელია მიიღო როცა კაზიოლმა კანოტემ წელში რომ მიარტყა ხელი მაღალ სისწრაფეზე..და დაამტვრია...ხვიჩამ ძლიერი ტკივილი იგრძნო ვარჯიშზე როცა კარში დარტყმას ასრულებდა..ამის გარდა ბოლო თამაშებში.უამრავი დარტყმები მიიღო ფეხებზე,, გვერდებში...სპალეტიმ არ გარისკა და დაასვენა...მალე მოძლიერებულიყოს და ჯანმრთელად გვენახოს სულ
ბუჯანგა
05 ნოემბერი 2022 17:46
6
რომ დავწერე იმ თხრილში ჩავარდნის გამო მიიღო მეთქი ტრავმა გამოხტნენ მცოდნე ორთოპედიის პროფესორები და როგორ უნდა მიეღო იქ ტრავმაო @ მთელი სიჩქარით რომ მირბის კაცი და ხელს რომ კრავენ სწორ ზედაპირზე რომ წაიქვეს მაშინაა სახიფათო და მითომეტეს კიდევ სადთაც ორმოში ჩავარდნა @@ სანამ რაღაცა ტრაგედია არ მოხდება მანამ არ ამოავსებენ მიწით იმ თხრილებს @@@ და კიდევ--ხვიჩას პრემიერ ლიგაში გადასვლის მსურველებოო---ერთი თანაში ითამაშა იქ ინგლისში და ეგრევე ლამის მოკლეს @ და წარმოიდგინეთ 40- მდე თამაშს რომ ჩაატარებს რას უზამენ @@ ნაღდი ცხოველები არიან იქ და ძალიან ცუდად დაამტვრევენ @ ისევ უტკინის სიტვებს მობიშველიებ--ბრიტანეთში ნამდვილი მეხორცე (მიასნიკი) მცველები და ნახევარმცბელები თამაშობენო--ერთხელ რო მოატყიებ შეიზლება გაატარონო მეორედ უკვე ფეხებში გირტყამენო და მესამედ შეიძლება საერთოდ მოგამტვრიონ ფეხებიო @@ და ყველაზე უარესი ისაა რომ ბრიტანეთი მოსწონთ ასეთი "ფეხბურთი" და მსაკებიც ახალისებენ იმათ და დააკვირდით ყოველი ბინძური ვარდნის მერე რა ოვაციები იმართება ხოლმე ტრიბუნებზე გეგონება მაკრატელით გაიტანა ბურთი მათმა ფეხბურთელმაო @@@
zura222
05 ნოემბერი 2022 17:07
2
თურმე არ უნდა მოატყუო,ფეხებშუა არ უნდა გაუტარო,ბურთი თავზე არ უნდა გადაუგდო,არ უნდა გაასწრო,კარებში არ უნდა დაარტყა,შენ პარტნიორს ზუსტი პასი არ უნდა მიაწოდო,თორემ არნოლდასა და მოჯლაყუნე მცველებს ეწყინებათ,მერე ბირჟაზე დაიბარებენ,საქმეს გაურჩევენ,არნოლდა ეტყვის იქაურ ავტორიტეტს ამან მე დღეს ფეხბურთის თამაშის დროს მომატყუა,ისინი ეტყვიან ეს როგორ ჩაიდინე და ჩვენ არნოლდას,როგორ მოატყვილეო და ფულს შეაწერენ,არნოლდა გაიხარებს და სიხარულისგან გაგიჟდება.
ანდა, ხომ არ აჯობებს ფეხბურთი,რომ საერთოდ ავკრძალოთ,არნოლდასა და მისნაიერბს,აღარავინ მოატყვილებს და საწყენიც აღარაფერი ექნებათ,ვაი მართლა თქვენს პატრონს.
თერჯოლელი
05 ნოემბერი 2022 20:14
4
რა არის საოცარი იცით, რომ იძახიან რა უნდა ჩაწყობილ თამაშებს ლიგაზეო, არადა რამდენი შეცდომა ფიქსირდება მიუხედავად ვარისა. მსაჯი მხოლოდ ხვიჩასთან მიმართებაში არ შემცდარა და რაღა აზრი აქვს ვარს თუ მწვრთნელის პროტესტს არ მოუსმინა მსაჯმა?! სადაო მომენტია ხედავ შე ოჯახაშენებულო და არ ამოწმებ ვარზე?! და მერე ძალით აჩენ კითხვებს საზოგადოებაში და შეცდომა რჩება. სადაცილოა, რომ მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა შეცდომები მაინც ხდება და უფრო თვალშისაცემია ეს შეცდომები და გაფიქრებინებს, რომ გამიზნულად!
Lasha
05 ნოემბერი 2022 16:40
4
საქმეც იმაშია რომ ფოფა-უეფას იდიოტმა შეფებმა დააწესეს რომ ვარი მარტო გოლის პენლის და წეთელი ბარათის მომენტში უნდა ჩაერთოსო და ამიტომ არ ამოწმებენ "უმნიშნელო" მომენტებს @ არადა ხშირად ის "უმნიშვნელო" მომენტი პენალზე უარესია !
zura222
05 ნოემბერი 2022 17:10
0
წესების ცოდნაა საჭირო, ძალიან ბევრი და დეტალური წესებია ფეხბურთში რომლებიც არ ვიცით. იმ მომენტს რაც შეეხება არ ყოფილა მანდ პენალი, მეორე ხელი რო დაეხმარა კონატეს მაგ შემთხვევაში დაინიშნებოდა ...
Emre
05 ნოემბერი 2022 16:51
17
თუ ტრავმა ქონდა, გუნდთან ერთად როგორღა ივარჯიშა? დაიწერა რომ პატარა მოედანზე მიიღოო ტრავმა ვარჯიშისას.
ფირუზა
05 ნოემბერი 2022 15:34
5
მახსოვ კი არა სუნთქვა შემეკრა სარეკლამო ბანერს რომ მიეჯახა. იმედია ყველაფერი რიგზე იქნება და ემპოლისთან ვიხილავთ ჩვენ ბიჭს.
G.LA
06 ნოემბერი 2022 01:22
2
ჯერ მთელმა ერმა აკატავეთ ვიდეოები,სადაც ლივერპულის მცველებს აბითურებს კვარა,მერე უცხოელებმაც არ დააკლეს ქირქილი ლივერპულის დაცვის მიმართ,ხოდა ის ხალხიც ბრაზდება და ტექნიკურად გაუშვეს ლაზარეთში. ფეხბურთში ჩვეულებრივი მომენტია,როცა შემტევი დამცველს ფეხებს შორის უძვრენს ბურთს,მარა ამის გამო ეიფორიაში არ ვარდებიან. შენ თუ ხარ შემტევი და ჩემს გაბითურებას ცდილობ ყოველ თამაშში,მაშინ სტადიონიდან საკაცით გაგიშვებ და ეს ლოგიკურია. ამიტომ არის რო ნეიმარს ბევრი ხვდება და კვარაც თუ არ გადაეჩვია,მაშინ ტრავმები გააწამებს. ფინტი კარგია,ლამაზია,მაგრამ საჭიროების გარეშე თუ აკეთებ ამას,მაშინ ბევრს მოგარტყავენ ფეხებში. არნოლდმა თავისი სახელი დაიცვა და ხისტად ეთამაშა,რაც სწორია და მცველი ეგრე უნდა თამაშობდეს. ოსიმენსაც მთელი თამაში უბრახუნა დეიკმა თავში და ვერაფერიც ვერ ქნა ვერც ვიქტორამ და ვერც მსაჯმა.გავიგე,რომ ქართველია და გვიხარია,მარა ცოტა ციდან დაეშვით და დათვურ სამსახურს ნუ უწევთ ამ ბიჭს. ჯერ ერთი სეზონიც არ უთამაშია და იმხელა ამბიციები დაისახა ერმა რო მიმიქარავს ბრაზილია. ერთი კარგი დამრიგებელი არ აწყენდა კვარას,უნდა უთხრან რო მოუკლოს მცველების დამცირებას,თორე სერიოზულ ტრავმას გამოკრავს ხელს და მეყოლოს ვარდივით. მთელი ერი ხო ელოდით რო ისევ ათრევდა ლივერპულს,მარა ათრია? ახალია და მცველებს გადაწყობა უჭირთ,რადგან გამოცდილება არ აქვთ მასთან თამაშის,ხოლო როცა გაიგებენ,მერე ეგრე აღარ იქნება. ამიტომ უპრიანი იქნება,თუ თავის ტექნიკურ არსენალს საჭირო დროს გამოიყენებს,ხოლო როცა მისი გუნდი იგებს 3-0,არ არის აუცილებლობა რო ეს აკეთოს. იტალიაში თამაშობს და ყველაზე ბინძური მცველები მანდ არიან,მომღიმარი მჩეხავები არიან და თავს უნდა მოუფრთხილდეს.შეხედეთ კიელინის,სულ გიღიმის და კაი ძმაკაცივით გექცევა,მარა ისე მოგტეხავს ფეხს რო წარბი არ შეერხევა. იტალიური სკოლა ეგრეა ზოგადად. რაც მარადონასთვის აქვთ ჩარტყმული ფეხებში,რეკორდი იქნება უეჭველი. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
სიფრთხილე
05 ნოემბერი 2022 16:42
39
4:1 რო მოუგო ნაპოლიმ ლივერპულს მაშინ არ ათრია მთელი დაცვა? ენფილეზეც ათრია მაგრამ მსაჯმა უსამართლოდ არ დანისნა პენალი და ასევე გოლი არ ჩათვალა. რადგან წააგო ნაპოლიმ გგონიათ რაიმე უპირატესობა ჰქონდა ლივერს? ალბათ მხოლოდ ანგარიშება ნახულობთ.
მისი თამაში იმ ლამაზი დრიბლინგის გამო გვიყვარს და ბურთის ფეხებს შორის გატარების გამო. ფეხებში მორტყმის რომ ეშინოდათ სხვა სტილს აირჩევდა თამაშისას უფრო უსახურს და ფრთხილს.
ან საერთოდ დაანებებდა თავს ფეხბურთს
.
05 ნოემბერი 2022 18:36
0
მცველი იყავი, თუ ხარ? )))
100%
05 ნოემბერი 2022 22:12
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული