ორი პენალტი მატჩის ბოლოს - ლოჩოშვილის გუნდმა ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-13 ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.

სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მასპინძლებმა მეორე გოლი მისი შეცდომის შედეგად გაიტანეს და 2:1 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში კრემონელები ინიციატივას დაეუფლენ, 87-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, ჩიოფანის დარტყმული ბურთი მეკარე სეპემ მოიგერია, დამატებაზე მისმა თანაგუნდელმა გაიტანა, მაგრამ იქამდე გოლკიპერმა წააქცია და მსაჯმა ისევ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ისევ მოიგერია ბურთი სეპემ, თუმცა ჩიოფანიმ დამატებაზე გაიტანა და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.

„კრემონეზე“ 6 ქულით მე-19 ადგილზეა და 8 ნოემბერს „მილანს“ უმასპინძლებს.

სალერნო.
„არეკი“

სალერნიტანა - კრემონეზე 2:2
გოლები: 1:0 პენტეკი (3), 1:1 ოკერეკე (12), 2:1 კულიბალი (38), 2:2 ჩიოფანი (89)
გამოუყენებელი პენალტი: ჩიოფანი (87, 89))

მკითხველის კომენტარები / 5 /
კლასი აქვს. სხვანაირად იქ არც მოხვდებოდა. რაღაცეები დასახვეწი აქვს. ეგ არაფერი. აი ვნახავთ ყველა ცოტა ხანში, სხვა თავზეხელაღებულ და თავდამსხმელების რისხვას ვიხილავთ.
ვანჩოპე
00:47 06-11-2022
1
კლასი აკლია მაგ ბიჭს. მარა გაიზრდება მანდ. მოუმატებს
ლევან მაღლაკელიძე
23:20 05-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული