სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ხალხო რა არ შეგვიძლია რომ ხვიჩაზე შეკითხვა დავსვათ? ან კომენტარები დავდოთ? ეგ ჩვენი ბუნებრივი ინტერესი და სიყვარულია- ხვიჩამ ეს ჩვენგან დაიმსახურა თავისი თამაშით და თავისი ქცევით მასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და რა გასაკვირია რომ ჩვენც ასე ყველაფერი გვაინტერესებს მასზე.ვისაც არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს სპალეტის თამადობით და კიდევ ნაპოლის ყველა ფეხბურთელს თავისი გულშემატკივარი ჰყავს ცალკე აღებული.რაც შეეხება იმას რომ სხვებს შურთ ხვიჩაზე ამდენი ყურადღება რატო უნდა შურდეთ? შურიანი ფეხბურთელი ვერაფერსაც ვერ მიაღწევს მასე მსოფლიოში ყველას მესიზე ან რონალდუზე ან თუნდაც მბაპეზე უნდა შურდეთ ყველაზე მეტად.ხვიჩა თუ მაგარია პირველ რიგში ნაპოლისთვისაა და მერე სხვებისთვის მას ნაპოლი მიჰყავს ჩემპიონობისკენ თავისი ასევე შესანიშნავი თანაგუნდელებით!!!
ზაზა
06 ნოემბერი 2022 10:53
15
პირველ წრეში ნაპოლის ძალიან ცუდი კალენდარი აქვს, ყველა ლიდერს გასვლაზე ხვდება:ჯერ ფიორემტინა, მერე,ლაციო,მილანი, რომა,ატალანტა. Შემდეგ ინტერი და ბოლოს იუვეს ხვდება სახლში.წესით მეორე წრეში უფრო არ უნდა გაუჭირდეს.
kaxa
06 ნოემბერი 2022 07:56
0
არ შეჭამა ტვინი ამ მატრაკვეცა ჟურნალისტმა, იმდენი ინტელექტი არა აქვს რომ მიხვდეს ამით სიტუაციას რომ უფუჭებს ხვიჩას და არც ჭჯუისდამრიგებელი ყავს ვინმე. ან ფეხებზე კიდია, რადგან მისთვის მთავარია თავისი გაისწოროს და რამე დაწეროს
ბს
06 ნოემბერი 2022 23:27
1
აცალეთ რა მართლა ტვინი ნუ შეჭამეთ.
ბექა
07 ნოემბერი 2022 10:41
0
სპალეტი ისე ჭიკჭიკებს და ისეთ შემადგენლობას აყენებს,მგონი იანვარშივე გაინაწილებენ ხვიჩას და ოსიმენს ლივერპული და ჩელსი.ძალიან გავს სიტუაცია,ძალიან...
ნუკრი
06 ნოემბერი 2022 21:37
4
ასე სისულელე კაი ხანია ქართულ ოპოზიციასაც კი არ უთქვმას ესეიგი რადგან ოსიმენი, გაეტანო, ელმასი და რასპადორი ღელავენ ამის გამო არ უნდა გამოარჩიო საუკეთესო ფეხბურთელი სრული სისულელე მგონია!! ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი როლი და ადგილი!!! ამიტომ ხვიჩამ ამ სეზონის ბოლოსვე უნდა დატოვოს და გადავიდეს რეალურად დიდ გუნდში რომ მსგავსი ეჭვიანობის სცენები არ დადგას მთავარმა მწვრთნელმა!!
Lebron
06 ნოემბერი 2022 21:07
13
რა კომენტარებია, არ გიხარიათ ხვიჩას წარმატება? ხვიჩაზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა ყველამ, პატრიპტებმა, აბა როგორ?
Odala
06 ნოემბერი 2022 10:52
14
მეგრელების გაქაჩულია ხვიჩა, ფაჩულიას არ იყოს...
მეგრული პიარ მანქანა
06 ნოემბერი 2022 14:44
26
იმედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 1-2 ტრანსფერს განახორციელებს ნაპოლი. Ჩემი აზრით მეკარე და მარჯვენა მცველი არ აწყენდა გუნდს.სიტყვაზე დი ლორენცომ ტრამვა რომ მიიღოს რეალურად გუნდს მისი შემცვლელი არ ყავს.ასევე მეკარეც არასტაბილურია ზოგჯერ და სკამზე გამოცდილი და ნორმალური დონის მეკარე არ აწყენდა ნაპოლის,სირიგუზე უკეთესი.სხვა პოზიციებზე არის არჩევანი და რეზერვის სიღრმე.
Მეზღვაური
06 ნოემბერი 2022 14:15
2

სიახლეები პოპულარული