"ხვიჩას ტრავმა მან მიაყენა და "ატალანტასთან" "კვარა" ამიტომ ვერ ითამაშებს" - ქართველი დღეს გამოკვლევებს ჩაიტარებს

AutoSharing Option
Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" დღევანდელ შეხვედრას "ლივერპულთან" მატჩში მომხდარი ტრავმის გამო გამოტოვებს.

როგორც აღნიშნული წყაროს პოსტიდან ირკვევა, ქართველმა დაზიანება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

Sportall.Ge

"გახსოვთ მომენტი, როცა კუთხურის ხაზთან ალექსანდრ-არნოლმა ხვიჩას ხელი კრა და სარეკლამო ბანერებში გადააგდო? სწორედ მაშინ იტკინა ზურგის ქვედა ნაწილი კვარაცხელიამ, უხერხულად დაცემის მომენტში.

ფეხბურთელი შემოწმებას დღეს ჩაიტარებს და გვეცოდინება, რამდენი დღით მოუწევს ჩვენს ოქროს ბიჭუნას დასვენება", - ვკითხულობთ პოსტში.

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე

"კვარაზე" და მის მომავალზე

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 20 /
ტრენტი რომ დაამცირა ლივერპულში და "დომიკში" გაუტარა, მეორე წუთზე ძალიან გაამწარა.... სულ მცირე ხანში 15-ე წუთზე მაგ ტრენტმა სპეციალურად, მსაჯისაგან დაფარულად სარეკლამო ბილბორდებისაკენ ძლიერად ხელი უბიძგა და სასტიკად მიაჯახა სარეკლამო დაფას... შედეგად ხვიჩამ ხერხემლის მალების შემაერთებელი პატარა კუნთების ფარული ტრავმა მიიღო. ეს ტრავმა შემდეგ ვარჯიშის დღეს ხვიჩას სპაზმაში გადაეზარდა, როგორც კი კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი ჟანგბადი შევიდა.... შედეგად ხვიჩა ხერხემლის კუნთების სპაზმის გამო მინიმუმ ორ თამაშს გამოტოვებს.... მე უკვე ვწერდი რომ ხვიჩასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელებს ინგლისში არ გაახარებენ და თვეობით მოუწევს ლაზარეთში კუნთების და მუხლების მკურნალობა....
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....
https://www.youtube.com/watch?v=LMnC1SICfBA
კახა
21:08 08-11-2022
0
გაუხმა ის ტავი/ხელები მაგ დამპალს!
1

სიახლეები პოპულარული