სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
აცალეთ რა მართლა ტვინი ნუ შეჭამეთ.
ბექა
07 ნოემბერი 2022 10:41
0
არ შეჭამა ტვინი ამ მატრაკვეცა ჟურნალისტმა, იმდენი ინტელექტი არა აქვს რომ მიხვდეს ამით სიტუაციას რომ უფუჭებს ხვიჩას და არც ჭჯუისდამრიგებელი ყავს ვინმე. ან ფეხებზე კიდია, რადგან მისთვის მთავარია თავისი გაისწოროს და რამე დაწეროს
ბს
06 ნოემბერი 2022 23:27
1
მაცალეთ თამაში! ხომ ხედავთ უკვე უკვე გავითვალე, არ მინდა "ჩაკვეტაძე" დამემართოს.
ხვიჩა.
06 ნოემბერი 2022 22:45
10
ხვიჩა კაი გაძლება შენ ,აქაური გადარეულების გამო.
////
06 ნოემბერი 2022 23:13
0
სპალეტი ისე ჭიკჭიკებს და ისეთ შემადგენლობას აყენებს,მგონი იანვარშივე გაინაწილებენ ხვიჩას და ოსიმენს ლივერპული და ჩელსი.ძალიან გავს სიტუაცია,ძალიან...
ნუკრი
06 ნოემბერი 2022 21:37
4
ასე სისულელე კაი ხანია ქართულ ოპოზიციასაც კი არ უთქვმას ესეიგი რადგან ოსიმენი, გაეტანო, ელმასი და რასპადორი ღელავენ ამის გამო არ უნდა გამოარჩიო საუკეთესო ფეხბურთელი სრული სისულელე მგონია!! ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი როლი და ადგილი!!! ამიტომ ხვიჩამ ამ სეზონის ბოლოსვე უნდა დატოვოს და გადავიდეს რეალურად დიდ გუნდში რომ მსგავსი ეჭვიანობის სცენები არ დადგას მთავარმა მწვრთნელმა!!
Lebron
06 ნოემბერი 2022 21:07
13
არ ვიცი ვისთვის როგორ. ჩემთვის დიახ ხვიჩას გარდემო ბრუნავს სამყარო, რა არის ამაში გასაკვირი? მე მასზე დღეში რამოდენიმე სტატიას ვკითხულობ და ალბათ ის აბეზარა ქალბატონი ჩემისთანებისათვის მუშაობს. მესმის სპალეტის, მაგრამ ის ქართველი ჟურნალისტი ხვიჩათი უნდა იყოს დაინტერესებული აბა ვისით? სიმრონზე არგენტინელებმა კითხონ. რა შეჭამით ტვინი მაგ გოგოს კრიტიკით? ქოცებიც ხართ ნაცებიც თქვე მართლა სექტა მეტი რომ არაფერი გაგიბდებათ ძილის დროსსც კი.
G.LA
06 ნოემბერი 2022 20:23
7
სპალეტი ჭკვიანი კაცია.ყველა მნიშვნელოვანია გუნდისთვის ხვიჩა,ოსიმენი,რასპადორი,პოლიტანო,ელმასი(რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა) და ა.შ.კონკურენციასაც ინარჩუნებს და ჯანსაღ ატმოსფეროსაც.ასე ახლოს არც ნაპოლი(ბოლო 30 წელია)და არც თვითონ სკუდეტოსთან არ ყოფილა.ყველა ვინც კი ამაში წვლილს შეიტანს,დასაფასებელია.ჩვენ კი დავტკბეთ ჩვენი ოქროს ბიჭის თამაშით და მიგველოცოს სკუდეტო და მინ.1/4 ფინალი ლიგაზე.
გ.
06 ნოემბერი 2022 16:31
2
ჭკვიანი კი არა, კაი პარანოიკია.
რრრ
06 ნოემბერი 2022 18:52
11
ხვიჩათი რომ ტრაბახობენ ქოცები,თითქოს რამე კარგი გაუკეთებიათ მისთვის ნიჭიერ პატარა ახალგაზრდას ვერ გაუფრთხილდენ იმიტომ რომ მათ ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ ,გააქციეს რუსეთში სადაც ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.ახლა კი ფედერაცია,კალაძე და სხვა მატყუარები იბრალებენ ვითომ მაგათი დამსახურება იყოს ხვიჩას წარმატებაში.საქართველოდან ახალგაზდობა რომ გარბის მათ შორის პერსპექტიული ფეხბურთელებიც ვისი დანაშაულია.
მხოლოდ სინამდვილე და ფაქტები
06 ნოემბერი 2022 16:15
53
აბა რაა ნაცებმა გაზარდეს ხო შე ..ეოო
zura222
06 ნოემბერი 2022 20:29
15
ნეტა, თუ იცი რეებს ბოდიალობ?
მხოლოდ სინამდვილე და ფაქტები-ს.
06 ნოემბერი 2022 19:44
8
ომი გინდათ რუსეთთან? ვერ ეღირსებით. ))))
პუტინ-სუბარ-ოღლი
06 ნოემბერი 2022 15:12
22
მამაცო! შენ გინდა ხო? ომი რო დაიწყოს კურდღელივით ჯირკვებში არა?
პუტინ-სუბარ-ოღლის
06 ნოემბერი 2022 19:51
13
მეგრელების გაქაჩულია ხვიჩა, ფაჩულიას არ იყოს...
მეგრული პიარ მანქანა
06 ნოემბერი 2022 14:44
26

სიახლეები პოპულარული