"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოს შეადარა.

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და "ნაპოლიში" თამაში შესანიშნავად დაიწყო. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ასე გაგრძელდეს. იტალიაში მას შესანიშნავი პრესა აქვს და ის თაყვანისმცემლების ახალი კერპი ხდება.

კვარაცხელია ავლენს ინდივიდუალური უნარების მაღალ დონეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნოს, როგორც ამას ანდრეი შევჩენკო აკეთებდა.

ეს ის დონეა, რასაც მან უნდა დაუმიზნოს, რადგან ქართველს დიდი მომავალი აქვს. ყველა ნიჭს შრომა სჭირდება. ამიტომ მან უნდა
გამოიჩინოს ტიტანური ძალისხმევა, რათა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში თავი დაიმკვიდროს და ვარსკვლავი გახდეს.

შეიძლება ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი იყოს? - ანდრეიმ "ოქროს ბურთი" მოიპოვა. თუ კვარაცხელიაც ამას შეძლებს, შემდეგ უკვე საუბარი შეიძლება", - უთხრა გაზაევმა Sport24-ს.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 17 /
სომხები უფრო მაგარი ფეხბურთელები იყვნენ და არიან ვიდრე ქართველები. მე თბილისელი ვარ და ორივე ქვეყნის გუნდების თამშები ვიცი.
სამველ ავოიანი
08 ნოემბერი 2022 15:16
45
ჰო,სამველ,მართალი ხარ!სომხები ყოველთვის მაგრები იყვნენ,მაგრამ თამაშებს ჰყიდიდნენ და ქართველები ყიდულობდნენ.აბა სხვანაირად როგორ ავხსნათ,ერთ ტაიმში არარატის კარში,დათუნაშვილის მიერ გატანილი 5 გოლი,ან თასის ფინალში 3-0 ?ახლა,ისიც კი გამახსენდა,დაახლოებით 45 წლის წინ,საფრანგეთის მოქალაქე სომეხმა მსაჯმა,გვარად კიტაბჯანმა რომ გვიმსაჯა,შვეიცარიის გრასჰოპერსთან.ჩვენებმა თურმე ფული არ შესთავაზეს,მან კი იცოდა,რომ დინამოელები,სომხებს,გამარჯვებისათვის ფულს უხდიდნენ და მასაც რომ არ მისცეს,ისე უნამუსოდ იმსაჯა,სიმშვიდის და წესიერების განსახიერება,შოთა ხინჩაგაშვილიც კი გააგიჟა და მერე ,მინდვრიდან გააძევა.დინამოს კი,ბურთზე ფეხის დაკარებაც აუკრძალა,სანამ 0-4 არ გახდა,ანგარიში.ჰო!კინაღამ დამავიწყდა,ილია დათუნაშვილმა,5 გოლი რომ გაუტანა,ერევანს,.ერთ ტაიმში,ედუარდ შევარდნაძემ,დათუნაშვილის ბინას,რამდენიმე დღით,დაცვა დაუყენა,ქართველმა გულშემატკივრებმა,არაფერი ავნონ,ილიას,ეტყობა ძალიან ბევრი გადაუხადა და 5 გოლი,მიტომ გაატანინესო.ხორენ ოგანესიანიც,მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო,მაგრამ როცა მანუჩარ მაჩაიძეს წინააღმდეგ თამაშობდა,ზოგჯერ ბურთზე ფეხსაც არ (ვერ ) აკარებდა,მანუჩარისაგან იმდენი მახსოვს,მის წინააღმდეგ,ბურთს ფეხს როგორ დავაკარებო!...
ალბათ ყველა მიხვდით,რომ ვხუმრობ.ზოგს შესაძლოა მოეწონოს,ზოგს არა,ჩემი ხუმრობა,მაგრამ ის კი,ვიცი,რომ მიუხედავად ძალიან პრინციპული დაპირისპირებებისა,ქართველი და სომეხი ფეხბურთელები,მოედნის გარეთ მეგობრობდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ,ერთმანეთის ფასი.ასევე იყო კიეველებთანაც.მათთან მუდმივი დაპირისპირებების მიუხედავად,ჩერნობილის საშინელი კატასტროფის დროს,სწორედ ქართველებმა გამოიხიზნეს,საფრთხეს გამოქცეული უკრაინელი ფეხბურთელების ოჯახები.დღესაც ბევრი უკრაინელი აფარებს თავს საქართველოს და ბევრი რუსიც ემალება,უკრაინელებთან საომრად წასვლას,საქართველოში.როდესაც სომხეთი,საშინელმა მიწისძვრამ დააქცია და უამრავი ადამიანი დაიღუპა,მაშინაც ჩვენ ვიყავით,ვინც პირველები დაეხმარნენ მეზობლებს და არც ამას არასოდეს დავაყვედრით,ჩვენს მეზობლებს.რადგან მთავარი სწორედ ეს არის.გაჭირვებაში ჩავარდნილს,მტერსაც კი ხელი უნდა გაუწოდო,არათუ მეზობელს და ნათესავს.შენ,შენი გააკეთე და იმის შეგნება იკმარე,რომ ადამიანს დაეხმარე.ის თუ არა,ღმერთი აუცილებლად დაგიბრუნებს მადლს.შესაძლოა შენ ვერც მიხვდე,ვერც გაიგო,მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებს.შენ,ან შენს მოყვასს.
სოსო
08 ნოემბერი 2022 19:18
1
კი ძმა,მერუჟან მესიანი და აშოტ რონალდიანი არიან ახლა ყველაზე მაგრები თორემ ადრე,ყავა პელეიანიც კარგ ფეხბურთს აჩვენებდა საფეხბურთო კლუბ “ურარტუში”
კი როგორ არა
09 ნოემბერი 2022 00:33
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული