"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ქართველი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკოს შეადარა.

"ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და "ნაპოლიში" თამაში შესანიშნავად დაიწყო. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ასე გაგრძელდეს. იტალიაში მას შესანიშნავი პრესა აქვს და ის თაყვანისმცემლების ახალი კერპი ხდება.

კვარაცხელია ავლენს ინდივიდუალური უნარების მაღალ დონეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნოს, როგორც ამას ანდრეი შევჩენკო აკეთებდა.

ეს ის დონეა, რასაც მან უნდა დაუმიზნოს, რადგან ქართველს დიდი მომავალი აქვს. ყველა ნიჭს შრომა სჭირდება. ამიტომ მან უნდა
გამოიჩინოს ტიტანური ძალისხმევა, რათა ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში თავი დაიმკვიდროს და ვარსკვლავი გახდეს.

შეიძლება ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი იყოს? - ანდრეიმ "ოქროს ბურთი" მოიპოვა. თუ კვარაცხელიაც ამას შეძლებს, შემდეგ უკვე საუბარი შეიძლება", - უთხრა გაზაევმა Sport24-ს.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 17 /
გაზაევი კარგი ადამიანია. მისთვის უცხოა ბოღმა და ქართველების სიძულვილი ჩერჩესოვისაგან განსხვავებით. ქართველებთან ძმაკაცობს და არასოდეს არაფერი ცუდი არ უთქვამს ჩვენ ქვეყანაზე და ქართველებზე. გაზაევი დიდ პატივს ვცემ.
რამაზ კაჭარავა
08 ნოემბერი 2022 15:15
4
შორს არც არის წასვლა, ანზორიკო გამახსენდა!
გიორგი
08 ნოემბერი 2022 21:58
0
როდესაც შევჩენკო,მილანში გადაიყვანეს,გუნდის მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ,შევჩენკოს უთხრა,თუ სეზონში 16 გოლს გაიტან,იახტას გაჩუქებო.შევჩენკომ პირველივე სეზონში,23 გოლი გაიტანა და კალჩიოს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.მერე კი,წავიდა და წავიდა.მაშინდელი მილანი,შევჩენკოს გარეშეც ძალიან ძლიერი გუნდი იყო,ნაპოლი კი,ცოტა უფრო უარესი სასტარტო პოზიციიდან იწყებს და ვნახოთ,რა გამოვა.სათამაშო ამპლუიდან გამომდინარე,ხვიჩას ძალიან გაუჭირდება,ამ შედეგის გამეორება,თუმცა მან იმდენჯერ გაგვაოცა,იქნებ ესეც შესძლოს.მისგან უკვე აღარაფერი უნდა გვაოცებდეს.ვნახოთ და იმედი ვიქონიოთ.
სოსო
08 ნოემბერი 2022 19:28
1
თან მილანში მაშინ ვარსკვლავები თამაშობდნენ
gio
08 ნოემბერი 2022 20:40
0
7 ნოემბერს, ზუგდიდში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის განათების კონსტრუქცია წაიქცა.

შემთხვევის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, არავინ დაზიანებულა, თუმცა დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომობილები.

შემთხვევის ფოტოები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა.

გამჭვირვალობის თანახმად, ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი თავდაპირველი გეგმით 2018 წელს უნდა გახსნილიყო, შემდეგ – 2020 წელს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული, მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯმა კი, ჯამში, 13.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
jorj
08 ნოემბერი 2022 17:27
1
ამას ეტყობა სვაბოდაზე ყოფნა მოსწყინდა ! ქართველის და მითუმეტეს უკრაინელის ქებამ თუ პუტინამდე მიაღწია მაგადანი უკან დარჩება სადღაც ტაიმირზე გადაასახლებენ DDD
zura222
08 ნოემბერი 2022 13:51
18
გაზაევი როგორც მწვრთნელი ქართველებთან ერთად შედგა. მას ვლადიკავკაზის საპრტაკში ნახევარ გუნდზე მეტი ქართველები ყავდა და სპორტულ დირექტორად ვოვა იყო მაგასთან. რატომ უნდა ქონდეს ცუდი გული ჩვენზე? გაზაევს კი ვუპასუხებ, ხვიჩას აუცილებლად მწვერვალზე ვიხილავთ. ხვიჩა აღარ გაჩერდება სანამ საწადელს არ აისრულებს და მერე უკვე გამარჯვების გემოს რომ გაიგებს საერთოდ აღარ გაჩერდება.

პ.ს. სომეხებს კი გირჩევთ ცოტა ფეხბურთის ისტორიას გაეცნოთ, არსებობს წიგნები, ბროშურები და გუგლშიც რაღაცას მოიპოვებთ რომ გაეცნოთ აღარ გექნებათ ცრუ წარმოდგენები საკუთარ ფეხბურთძე. ისტორიულად ურთიერთ შეხვედრებში დინამოს დიდი პლიუს ქონდა არარატთან, ასევე ახლანდელ ნაკრებსაც. თქვენმა არარატმა მხოლოდ ერთხელ მოიგო სსრკს ჩემპიონატი და თასიც იმავე წელს 1973 წ. მეტი არაფერი მიღწევა გამარჯვება არ გაქვთ. საუკეღესო ფეხბურთელებიც ქართველი ფეხბურთელები გაცილებით ხშირად იყვნენ და სომეხი ფეხბურთელი მე პირადად სსრკს საუკეთესო არ მახსოვს. ასევე სსრკს ნაკრებში ყოვლეთვის რამოდენიმე ქართველი იყო ნაკრებში და წამყვანი ფეხბურთელბიც იყვნენ ასევე კაპიტნობდნენ ნაკრებს, რასაც ვერ იტყვით სომხებზე. ტყუილების ლაპარაკი ისევ ისე გიყვართ, რაც თქვენთვისვე ცუდია სიცრუეში ცხოვრება.
G.LA
09 ნოემბერი 2022 01:10
2
...გაზაევი დასაფასებელი კაცია! იგი დიდ ფეხბურთს თბილისის დინამოდან დაემშვიდობა, ბოლო ორი სეზონი აქ გაატარა!
რობერტი
08 ნოემბერი 2022 23:23
1
ამიტომ არ უნდა წავიდეს ნაპოლიდან ...შევჩენკომ მილანით მიაგწია ყველაფერს ,,,ეხლა ნაპოლის ჯერია
რამინ სულაქველიძე
09 ნოემბერი 2022 19:35
0
საუბარი ხვიჩას ეხებოდა და სადღაც ვფიქრობ,ეს სამველა კი არაა,ვიღაცამ გაიღადავა.და თუ მართლა სამველაა, შოთას სომხობასაც რომ იჩემებენ,ასე ვეტყოდი:
"რასაცა გასცემ შენია,
რაც არა დაკარგულია..."
ამას დაწერდა სომეხი?
ისემც მაგისი რჯულია!!!

გაიგეეეე სამველ-ჯან? ის როგორ იყო ტირში დათუნაშვილის ფოტო რომ ჩამოკიდეთ გამწარებულებმა?
ნიკოლოზი
08 ნოემბერი 2022 22:49
0
სამველ ავოეიანს: - სუსკაც ელი ტო!
პლეხანოვზე გაზრდილი
08 ნოემბერი 2022 16:42
1
Azerebi ufro magar fexburts tamashoben
Gudam mamedovi
08 ნოემბერი 2022 16:00
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული