"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბიჯოოო,გაანებეთ ამ ბიჭს თავი რა.რა მარადონას,რის მესიის.იმათ ეპოქა შექმნეს.აცადეთ რა მშვიდად ცხოვრება.თამაშობს თავისთვის,თავის მუღამისთვის.რონალდინიო წავიდა და ფეხბურთმა ღიმილი დაკარგა.აგე მოვიდა ბიჭი რომელსაც იგივე შეუძლია.აცადეთ რააა შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზაა და კაცს ნუ აძახებთ ყოველ წამს.აცადეთ შექმნას რაღაც და გაიხაროს და გაგვახაროს
ჯელა
08 ნოემბერი 2022 21:33
6
მართლა პროფსორია ეს დალოცვილი. თითქოს ჩემს გულში იჯდაო. ჩემი აზრით. სპალეტის სულ ფეხებზე კიდია რამდენს გაიტანს ხვიჩა და რა სტატისტიკა ექნება. ეს ჩვენ გვაღელვებს და ხვიჩას. სპალეტისთვის მთავარია ნაპოლიმ გაიტანოს და გაიმარჯვოს. ეს პირდაპირ აისახება მის კარირრაზე და გასამრჯელოზე. დანარჩენი მაგისთვის სულ ერთია. მუშაობს გუნდური პრინციპით და მორჩა.
აბო
08 ნოემბერი 2022 18:53
4
მართლია სპალეტი. ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს. ვარსკვლავმაც გუნდზე უნდა ითამაშოს.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:40
0
ძვირფასო რედაქცია! ძალიან გთხოვთ დადოთ ინტერვიუ იმ პრაფესორ ქალ ჟურნალისტთან. აქვე, სტატიის სათაურის შაბლონსაც გაწვდით: "ვინ არის ის მორიდებული ქალი და რატომ არ აწუხებს უფრო მეტად სპალეტის ბაზაზე, სახლთან და სუპერმარკეტში? "როგორ, როდის, რომელ წელს და სად იყო მთელი ეს წლები სპალეტის მწვალებელი და "გამპოსლიკებელი" ჟურნალქალი? და ა.შ ეტც და სხვა კიდევ.

ეგ სარკაზმი ალალად დაიმსახურა.

ყოველ პრესკონფერენციაზე მაზოლები ამოუყვანა კაცს ყურებში. როგორც კი მაგ ქალს ახსენებენ სტატიაში, წაკითხვის სურვილს მიკარგავს საერთოდ@
თუ გინდა ნუ გამოაქვეყნებთ
09 ნოემბერი 2022 00:26
8
ხვიჩა, სხვაგან უნდა გადავიდეს. იმის მაგივრად, რომ სპალეტი ფეხბურთელებს ხვიჩასთვის დროული პასის მიცემას სთხოვდეს, პირიქით იქცევა. ნაპოლის ფეხბურთელთა უმრავლესობა ხვიჩას მხოლოდ მაშინ აძლევენ პასს, როცა სხვა ვარიანტი უბრალოდ არა აქვთ. არადა გუნდმა კვარაზე რომ ითამაშოს,შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.
ტაბალი
08 ნოემბერი 2022 19:52
19
მეტი უკეთესი რას ნიშნავს ლიგაე ჯგუფიდან პირვდლი ადგილით გავიდა და სერია აში დაუმარცხებელია
მოსეხონელი
08 ნოემბერი 2022 21:59
3
გენაცვალე ჯიგარში!
ყველაფერი მართალია რაც თქვა!

დიდგორელი
08 ნოემბერი 2022 18:54
4
ამ სეზონზე ნაპოლს შეუძლია სკუდეტო მოიგოს და ლიგაზეც შორს წავიდეს. სპალეტიც ფიქრობს სავარაუდოდ, რომ წელს მისი გუნდი უტიტულოდ არ დარჩება ყველეფერზე ეტყობა, რომ არ უნდა ეს წარმატება რომელიმე ერთ ფეხბურთელს მიეწეროს. თუ ტიტულს მოიპოვებენ ეს უნდა იყოს სპალეტის როგორც გროსმაისტერი მწრთვნელის დამსახურება. სპალეტიმ ეს ჯერ არ მოპოვებული ტიტული საკუთარ დამსახურებად რო წარმოაჩინოს ყველაზე მეტად ორი ფეხბურთელი უშლის ხელს, ხვიჩა და ოსიმენი. ეს განაპირობებს ხვიჩას მუდმივ კრიტიკას, ოსიმენის კრიტიკას ატალანტასთან მოგებული მაჩის შემდეგ სადაც ფაქტიურად ოსიმენმა მოიგო თამაში მაგფამ სპალეტიმ მეტი უნდა გაეკეთებინაო :) ასევე დღევანდელ თამაშში ოსიმენს რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის იბრძვის არ არტყმევინებს საკუთარ მოპოვებულ პენალტს. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდრს და ეს კარგი გუნდი წელს უტიტულოდ დარჩეს. პ.ს. რაც დავწერე ჩემი აზრია, არ მაქვს პრეტენზია ფეხბურთის დიდ მცოდნეობაზე და თხოვნა მექნება სპალეტით მოხიბლული ხალხი ნუ შეესევით :)
ლაშა
09 ნოემბერი 2022 00:45
8
სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს! ბოლოს და ბოლოს ამ გინდში მარადონა თამაშობდა და ასეთ გუნდში უნდა აფასებდნენ ინდივიდუალისტებს,მესმის გუნდურობა და საერთო მიზანი,მარა ყველა დიდ გუნდში არის ხოლმე ის ვარსკვლავი რომელიც ადგას თავზე საახალწლო ნაძვის ხესავით.დიდ მწვრთნელობას მხოლოდ და მხოლოდ ეს აკლია სპალეტისთვის,რომ მოუძებნოს ადგილი და შეეგუოს ინდივიდუალისტებს.
otar
08 ნოემბერი 2022 19:29
2
ხვიჩა ჯერ არ არის ვარსკვლავი. ხვიჩასგან ვარსკვლავს ძერწავს სპალეტი. აცალეთ ამ ადამიანებს.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:38
0
მართლაც და ძალიან საინტერესოა, რრატომ დაარყტა პენალტი ლოზანომ. როცა ოსიმნმა მოიპოვა და თანაც ბომბარდირობას აწვება. კიდევ ერთხელ ვრწმუმდები, რომ სპალეტის არ უნდა რომ ხვიჩა იყოს გამორჩეული, იგივე ოსიმენიც. არაფერი გამოუვა. ან იქნებიან ვარსკვლავები, ან უბრალოდ გადავლენ სხვა გუნდებში. როგორ შეიძლება გაღიზიანებდეს შეკითხვები იმ მოთამაშეზე. რომელსაც ლომის წილი მიუძღვის შენი გუნდის წარმატებაში. ვირო მადლი მ^^^^^^, მაგაზეა ნათქვამი.
აბო
09 ნოემბერი 2022 02:03
3
გუშინდელმა თამაშმა აჩვენ არომ ნაპოლი საშუალო დონის გუნდია და არც ისე გრძელი სკამი აქვს პროფესიონალი ფეხბურთელების როგორც სპალეტი გვაჩვენევბს. ხვიჩა სხვა დონისაა და არავის არ გამოუვა მისი შეჩერება. ის უფროი ადრე მოხვდება მსოფლიო დონის კლუბში ვიდრე ჩვენ გვგონია
gio
09 ნოემბერი 2022 10:44
6
მართალია ეს კაცი ის გოგო რაღაც უაზრობებს ეკითხება გაატაროს ხვიჩას რას ერჩის, რომ კბენს.
ეეე
08 ნოემბერი 2022 19:31
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული