"წიტაიშვილი ოქროა, მაგრამ..." - მაკსიმოვმა გიორგი დაახასიათა

AutoSharing Option
იური მაკსიმოვმა ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილზე შოუ "ტა ტო ტაკეში" ისაუბრა, რომლის მწვრთნელი  "ვორსკლაში" იყო.

- თქვენთან გუნდში წიტაიშვილი თამაშობდა, რომელსაც "მძიმეს" უძახოდნენ, მაგრამ მასთან საერთო ენა გამონახეთ...
- ოოო, მე მასთან საერთოდ... ის ოქროს ადამიანია. მერწმუნეთ.

- რომან გრიგორჩუკიც იმავეს ამბობს, სხვათა შორის...
- ვუთხარი: "გიო, სიტუაცია ასეთია, ახლა მატჩისათვის შემადგენლობას ვარჩევ. შენ ვერ მოხვდები, არ გეწყინოს. დაახლოებით 20 წუთით შეგიშვებ შეცვლაზე. შენ საერთოდ პელე ხარ, თუმცა მინუსი გაქვს, ბურთის ართმევაში არ მონაწილეობ. მიპასუხა: "მწვრთნელო, როგორც იტყვით, გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ". სამწუხაროდ, 2
მატჩში მიიღო მონაწილეობა, მძიმე ტრავმა მიიღო და ნახევარი წელი გაუცდა.

- თქვენ ის მარჯვენა გარემარბიდან მარცხენა მცველად გადააკვალიფიცირეთ, შემდეგ იგივე გრიგორჩუკმა გააკეთა. რაში მდგომარეობდა იდეა? წიტაიშვილი ხომ, როგორც ამბობთ, დაცვას არ ეხმარებოდა...
- თუ ფლანგზე დააყენებ, მის უკან "ფეხბურთელი-ძაღლი" უნდა გყავდეს, რომელმაც მის ნაცვლად სამუშაო უნდა შეასრულოს.

- ამ შემთხვევაში - მარცხენა ცენტრალური მცველი...
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია სქემა. როგორც წესი, გუნდს სამი ცენტრბეკით ვათამაშებ. იქ კიდევ ორი საყრდენი და განაპირა მცველებია, რომლებიც "ძაღლები" არიან. ერთ მხარეს პერდუტა მყავდა, მეორე მხარეს იაკუბუ, რომელიც მთელი ცხოვრება მძლეოსნობით იყო დაკავებული, მერე კი ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა. მე ასეთი ფეხბურთელები მომწონს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებში კარგად დარბის ჭაკი ცხენივით... ფეხბურთელთან მიდგომა უნდა იცოდნენ ვაი მწვრთნელებმა თავები დელბოსკეები რო ჰგონიათ!!! დიდი ტაქტიკა გამოცდილება განათლება ზიდანს არ ქონია მაგრამ კი დაყარა ლიგები თავის უშუალობით და ფეხბურთლებთან კარგი კომუნიკაციებით
რონი
12:40 10-11-2022
0
აზაროვის პრობლემა ის მგონია რომ ძალიან გაუგრძელდა ადაპტაციაა, იმიტომ რომ ჯერ ცხვირი გაიტეხა, მერე ტრამვა მიიიღოო, ეს ყველფერი როცა ახალი მისული ხარ პრობლემებს გიქმნის, მეორე ეტაპიდან უფრო მოუმატებს მჯერა! კლიმენტიჩის პრობლემა ის არასრულფასოვანი კონტრაქტი მგონია მე, გუნდში როცა ფეხბურთელი ჩემოდანზე ზის იმის ადგილი ძირითადში რათქმაუნდა სერიოზული პრობლემა იქნება! კიევის დინამოს სინდისზე იყოს ამ ბიჭის კარიერის შეფერხება! თუ არ გინდა გაყიდე ! ძაღლამა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო , ამათზეა ნათქვამი! და რაც შეეხება დაცვაში თამაშს ამ ბოლო დროს ნაკრებში რასაც ვუყურებ , მართლა ძაღლივით დარბის და პირდაპირ მოურიდებლად ფეხებში მიდის, ძააან ძლიერია ართმევაში! მაგ ინტერვიუში ჩანს როგორ ლაპარაკობს ეგ მწვრთნელი წარსულში და როგორც ჩანს გიოს გამოუსწორებია ეგ მინუსიც.//. ჰოლანდიის ჩემპიონატი დახატავდა გიოს , თავისუფლად ითამაშებს ნებისმიერ ჩემპიონატში , პოლონეთზე უკეთესი ნაღდად ეკუთვნის!
Vasili
10:30 10-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული