სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ 78-ე წუთზე შეტევის გაძლიერების მიზნით თავდამსხმელ დანიელ ჩოფანით შეცვალა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მაგრამ იერიშებზე გადასულმა კრემონელებმა მატჩის დასასრულს მეორე გოლი გაუშვეს.
„კრემონეზე“ 7 ქულით მე-18 ადგილზეა და 4 იანვარს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - კრემონეზე 2:0
გოლები: 1:0 კამბიაგი (46), 2:0 პარიზი (88)