ჰეთ-ტრიკი პარიზში - მიქაუტაძემ შვიდმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

„მეცმა“ გასვლაზე „პარიზს“ 4:1 სძლია, მიქაუტაძემ კი სამი გოლი გაიტანა (ორი პენალტით), ჩემპიონატზე შვიდმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 84-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის ანგარიშზე ტურნირზე ჩატარებულ 14 შეხვედრაში 7 გოლია.

„მეცი“ 21 ქულით მერვე ადგილზეა და 19 ნოემბერს თასზე სტუმრად „ესპინალს“ შეხვდება, ხოლო 26 დეკემბერს ჩემპიონატზე „ნიონს“ უმასპინძლებს.

პარიზი. „სტად შარლეტი“

პარიზი - მეცი 1:4
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (12, პენ), 0:2 მიქაუტაძე (23, პენ), 1:2 გილავოგი (28), 1:3 გუეი (63), 1:4 მიქაუტაძე
(82)
გაძევება: შერგი (20, პარიზი)

დღესვე „ბორდო“ 87-ე წუთზე გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე „პოსთან“ მარცხს გადაურჩა - 1:1.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ჟირონდული გუნდი 28 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ჰავრს“ 4 ქულით ჩამორჩება და ორი გასვლითი შეხვედრა ელის - 19 ნოემბერს თასზე „ტრელისაკთან“ და 26 დეკემბერს ჩემპიონატზე „ჰავრთან“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დროულია ჟორჟის ფორმაში შესვლა ზივზივაძის ტრავმის ფონზე!
ლაშა
17:40 13-11-2022
0
ამ ბიჭმა იშტოიანი გამახსენა ტოო.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03:25 13-11-2022
50
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული