"კვარასთან" კონკურენცია? - ელიფ ელმასმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, "ნაპოლიმ" სერია A-ს მე-15 ტურში "უდინეზე" 3:2 დაამარცხა. "პარტენოპეის" შემტევმა ელიფ ელმასმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ჩრდილოეთ მაკედონიელმა ჯერ საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ კი ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია წარმატებით შეცვალა.

მატჩის შემდეგ, ელმასმა DAZN-თან კომენტარი გააკეთა და "კვარასთან" კონკურენციის შესახებ ისაუბრა:

"ასეთ ძლიერ ფეხბურთელთან კონკურენცია კარგია, რადგან ორივე უკეთესები ვხდებით და ვცდილობთ გულშემატკივრები გავახაროთ.

რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, დავინახე რომ ანგისა სწორად მოძრაობდა, მცველი მოვატყუე და მეკარეს დაბალ კუთხეში გავუტანე. გატანილი გოლი გულშემატკივრებთან აღვნიშნე, რადგან
ამის გაკეთება მსურდა" - განაცხადა ელმასმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" მაისურით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა" - ლუჩანო სპალეტიმ კიმ მინ-ჯაეზე ისაუბრა

alt"ნაპოლის" შეჩერება ვერც "უდინეზემ" შეძლო - დაძაბული მატჩი და ნეაპოლელების მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ელმასმა რამდენიც ითამაშა,გოლი ყოველთვის გაიტანა და არ შეიძლება ორივე ხვიჩაც და ელმასიც ძირითადში იყვნენ? ვინ უნდა ამოაგდოს ამას უკვე ვერ ვხვდები, სპალეტის გადასაწყვეტია
დავით 67
02:40 14-11-2022
0
ელმასი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე კვარა მარტო ნაპოლიში კი არა მსოფლიოშია საუკეთესო და განუმეორებელი.
ზუსტად ასე იყო თავის დროზე: მადრიდის რეალს ყავდა 11 ნომერი კარგი ფეხბურთელი ჰენტო (რომელიც მესხის მაგივრად ათამაშს მსოფლიო ნაკრების 1 საიუბილეო თამაშზე), რომელიც იმ დროინდელი მუშტაიდის ბაღის ფანების ტერმინოლოგიით "სინაზე მიბმული ძაღლივით დარბოდა" წინ და უკან, ჩვენ "საწყლებს" კი გვყავდა მსოფლიოში საუკეთესო და განუმეორებელი - მესხი, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს "ცხვირით ახვნევინებდა" გაზონს.
ნეტავ იმ დროს!!!
ვაჟა მასწავლებელი
22:12 13-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული