საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში, სტუმრად "პარიზთან" მოგებულ მატჩში (4:1), "მეცის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და Sofascore-მ მისი თამაში 9.5 ქულით შეაფასა.
ანალიტიკურმა საიტმა მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, სადაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატის 14 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.