"რუზომბეროკთან" საშინაო მატჩის 50-ე წუთზე ჩაკვეტაძე საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე ივან კრაიჩირიკი შეეჯახა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, შეცვალეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა.
გიორგი მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და იმედია, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. იმ ეპიზოდში პენალტი დაინიშნა, ვაისის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მან ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, "სლოვანმა" კი "დუნაისკა სტრედას" 3 ქულით გაასწრო და ლიდერობა დაიბრუნა.