7 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი კვარაცხელიას - ლონდონელებს ხვიჩას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვთ?

AutoSharing Option
chelseanews.ru ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ "ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მას ხელფას გაუორმაგებს, რის შემდეგაც დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ზემოთ აღნიშნული წყარო კი წერს, რომ ეს თანხა პრემიერლიგის კლუბებისთვის და მით უმეტეს, "ჩელსისთვის", სასაცილო იქნება.

chelseanews.ru-ს ცნობით, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "არისტოკრატები" ჩვენებურს სეზონში 7 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ალტერნატივად ჰყავთ შეგულებული, რომლის ტრანსფერიც უფრო ძვირად ფასობს და ხელფასსაც
დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 44 /
დარჩეს უნდა ნაპოლში და ისეთი ფასი ექნება მალე 10 ლეაოს იყიდი იმ ფულით. ლეაო ქაჯი რა მოსატანია ხვიჩასთან საერთოდ?!ლეაო კიარა აგერ მე და აგერ თქვენ ოქროს ბურთს თუარდადებს კიდეც
იუვე-10
19:19 15-11-2022
7
ამ იტალიელებს გონიათ, გროშებად ეყოლება უდიდესი ტალანტი, ეს სეზონი ჩაამთავროს. მოიგოს სკუდეტო და უფრო კარგ შეთავაზებაზე წაიდეს......
ჯიმა
14:24 15-11-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული