La Gazzetta-ს თერთმეტეული, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ - ხვიჩა, ჰოლანი, სალაჰი...

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა იმ 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში მოხვდა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაც.

"მართალია, მუნდიალზე ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი იასპარეზებს, მაგრამ ბევრიც სახლში დარჩება და მსოფლიო ჩემპიონატს თვალყურს ტელევიზორში მიადევნებს. შევადგინეთ გუნდი, რომელსაც მუნდიალზე გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა" - წერს გამოცემა.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პსჟ).

მცველები: ენდრიუ რობერტსონი (შოტლანდია, "ლივერპული"), დავიდ ალაბა (ავსტრია, მადრიდის "რეალი"), მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, "ინტერი"), ხუან კუადრადო (კოლუმბია,
"იუვენტუსი").

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (იტალია, "ინტერი"), მარკო ვერატი (იტალია, პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, "ნაპოლი").

შემტევები: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, "ლივერპული"), ერლინ ჰოლანი (ნორვეგია, "მანჩესტერ სიტი"), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, "ნაპოლი").

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელი კატარისა და ეკვადორის დაპირისპირებით გაიხსნება.

altხვიჩა კვარაცხელია "თბილისი არენაზეა" და საქართველოს ნაკრებს ქომაგობს

altრა ვიდეო გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულმა "ნაპოლი" "სასუოლოს" გუშინდელი მატჩიდან [VIDEO]

alt"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა




მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიფას ნაკრები ცალკე გუნდად გაკეთდებოდა და არავისზე ცუდად ითამაშებდნენ ჩემპიონატზე..
ბუჯანგა
16 ნოემბერი 2022 17:47
2
ერთი კაი ფეოლაც დაჭირდება ამ სასტავს, აგერ, სლუცკი გაქცეულა რუბინიდან...
დდდ
16 ნოემბერი 2022 16:51
10
შემოვდივარ წინადადებით ეს თერთმეტეული ათამაშონ გამარჯვებულის წინააღმდეგ სუპერფინალში)))
ვანჩოპე
16 ნოემბერი 2022 15:51
1
ლობოტკა გამოგრჩათ ნაპოლიდან!
მწვრთნელი
16 ნოემბერი 2022 15:14
1
ისე უნდა გაკეთდდეს world Team რომელიც ასეთი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, და მასში მოხვედრა ყველას ოცნება არვიცი რამდენად მარა დიდი პატივი იყოს. როგორც რაგბიში ბარბაროსები მაგალითად, და ათამაშონ რამდენიმე მატჩი თუნდაც ტურნირში ჩართონ, ან საქველმოქმედო ხასიათის მაინც და ათამაშინ მუნდიალის გამარჯვებულთან ან აზიის თასის გამარჯვებულთან ან ევროპის ჩემპიონებთან. ძალიან საინტერესო იქნება. იდეის დონეზე საინტერესოა მაგრამ ტექნიკურად რა როგორ დასახვეწია. იმიტომ რომ მსოფლიო ფეხბურთი მათი სახლში დატოვებით ძალიან ბევრ ლამაზ სანახაობრივ შეიძლება ისტორიული მნიშვნელობის მომენტებს კარგავს.
Goga
16 ნოემბერი 2022 14:15
4
ეგეთი რამე უბრალოდ სახელები იქნებოდა, ისინი არ არიან შეთამაშებულნი და უბრალოდ ვერ ითამაშებენ სანახაობრივად, რაც შეეხება ინდივიდუალიზმს კი ბატონო მაგრამ ეგეთი ფეხბურთი არაა მომხიბვლელი, თუნდაც ჰაალანდი რომ ავიღოთ, თუ არ დაუღეჭე და არ მიაწოდე ვერაფერს იზავს.
გალაქტიკოსი რომ გააკეთეს, მათ ტაქტიკურად ბევრმა აჯობა ნაკლებად ვარსკვლავურმა გუნდმა , მაგრამ შეთამაშებულმა.
16 ნოემბერი 2022 15:44
9
ეჭვი მეპარება ამ გუნდთან რომელიმე მონაწილე გუნდმა თუნდაც ფრე ითამაშოს
ნუკრი
16 ნოემბერი 2022 13:59
3
ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება შეუძლია :)
sormona
16 ნოემბერი 2022 13:52
2
კიდე კარგი საქართველო არ თამაშობს მსოფლიოზე, თორე გული გაგვისკდებოდა, კვარას ამ სულელური ტრამვის გამო გამოტოვება რომ მოუხდებოდა ჩემპიონატის.
ლადო
16 ნოემბერი 2022 13:51
7
ვხუმრობ მეგობრებო, ამას სერიოზულად როგორ იტყვის ადამიანი
ლადო
16 ნოემბერი 2022 19:44
0
Gadaob tu seriozulad mase piqrob???kidev kargi msoplioze ar varto??
L.J .
16 ნოემბერი 2022 14:58
1
მაგარი გუნდი გამოვიდა, მე რომ ფული მქონდეს დავაფინანსებდი ამათ თამაშს, (მოფიქრება შეიძლება ვისთან) რეკლამასაც გავუკეთებდი და ამ თამაშით კაი ფულსაც ამოვიღებდი.
ბს
16 ნოემბერი 2022 13:51
1
Kide kai puli ro ar gaq
Kutaisi
18 ნოემბერი 2022 06:57
0
ასეთმა ნაკრებმაც რომ ითამაშოს ხოლმე, საინტერესო იქნება :)
ვვვ
16 ნოემბერი 2022 13:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული