გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"ლიგა 2-ის 2022/23 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის თავგადასავალი "მეცში" გრძელდება. 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

ლიონში დაბადებული თავდამსხმელი "მეცს" 2017 წელს შეუერთდა და მისი დებიუტი ლიგა 1-ში "ნიცას" წინააღმდეგ 2019 წლის 7 დეკემბერს შედგა. ამ მატჩიდან 3 დღეში კი ხელი პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა. 

"სერენში" წარმატებული იჯარის შემდეგ, 2021 წლის მარტიდან ქართველმა ფეხბურთელმა "მეცის" მაისური 15-ჯერ მოირგო, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 5
საგოლე პასით გამოიჩინა. გილოცავთ, გიორგი!" - წერს "მეცის" ოფიციალური გვერდი.

altგიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებზე საუბრობს

alt"ოქროს ბუცი" გიორგი მიქაუტაძეს

alt"რომელი ჰოლანდიური კლუბის ლეგენდაა ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია? სახალისო ბლიცი გიორგი მიქაუტაძესთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ცოდოა ეს ბიჭი ამ გუნდში!
ვაჟა მასწავლებელი
01:20 18-11-2022
4
ვენეციის ქვეყანაში მიიწვიეთ სათამაშოდ თქვენი კომისიის დახმარებით!
რატოა ცოდო და რეგულარულად უყურეთ მაგ გუნდის თამაშს და უჩემოდ მიხვდებით რაშიცაა საქმე.
ვაჟა მასწავლებელი
21:54 18-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული