"ის უკეთესია, ვიდრე რონალდო" - ცნობილი იტალიელი კომენტატორი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ბრუნო ლონგიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ლონგის თქმით, "ნაპოლის" რონალდო არ სჭირდება, რადგან ხვიჩა უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს.

"რონალდომ განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს, შესაძლოა "ნაპოლიში" გადასულიყო? კარგია, რომ ასე არ მოხდა. "პარტენოპეის" ხვიჩა კვარაცხელიას სახით ნამდვილი ბრილიანტი ჰყავს. ქართველი მარცხენა ფლანგზე წარმოუდგენლად მოქმედებს.

რონალდოსგან განსხვავებით, ხვიჩა უმაღლეს დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს" - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.

შეგახსენებთ, ბოლო ცნობებით, "კვარა" სრული დატვირთვით ვარჯიშს 28 ნოემბერს დაიწყებს.

altხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს 28 ნოემბერს დაუბრუნდება - იტალიური

გამოცემის ინფორმაცია

altიტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიასა და მის შეყვარებულზე წერს

alt"სლუცკიმ ევროპული ფეხბურთისთვის ბრილიანტი აღმოაჩინა" - ნიდერლანდელი ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 7 /
აჰა ეგეც მე ვარ? მე რომ დავწერე მაგ გადმოსვლაზე, ხვიჩას შემადგენლობიდან ვერც კრისტიანო და ვერც მესსი ვერ ამოაგდებს მეთქი აქ რამის დამწიხლეთ.
G.LA
14:16 19-11-2022
1
Daacadet ra marazmia ukve es yvelaferi am saitze agar shemoval
Lasha
14:04 19-11-2022
19

სიახლეები პოპულარული