კიარელომ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და ქართველს საუკეთესო უწოდა.
"კვარაცხელია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, ხვიჩა მსოფლიო დონის მოთამაშეა. მის შემდეგ ოსიმენს დავასახელებ, რადგან გადამწყვეტ მატჩებში კარგად გამოიყურება. კიმ მინ-ჯაემ კულიბალი დამავიწყა და ლობოტკა, რომელიც თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია.
ზამბო-ანგისა შეუცვლელია, მერეტს 8 ქულით შევაფასებდი, ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და რაც მთავარია, შეცდომებს იშვიათად უშვებს. მარიო რუის 8 ქულას დავუწერ, მატიას ოლივეირას კი
ელმასი ჩემი ფავორიტი მოთამაშე არ არის, თუმცა მწვრთნელი ენდო და ჩრდილომაკედონიელმაც იმედები გაუმართლა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 7 ქულაზე დაბალს დავუწერ, ნტანგი ნდომბელეა, ფრანგმა ჯერჯერობით იმედები ვერ გაამართლა.
ვფიქრობ, შეტევაში პოლიტანო უფრო სახიფათოა, ვიდრე ლოსანო" - განაცხადა Campania Sport-ის ჟურნალისტმა.
ჯუნტოლისა და ხვიჩას აგენტების შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
"კვარა "ნაპოლიში" ერთადერთია, მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება" - "პარმას" ექსდირექტორი