"კვარაცხელია უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ..." - მარადონას შვილი ხვიჩაზე, მამასა და მესიზე საუბრობს

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო მარადონა-უმცროსმა არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩის შემდეგ Calcionapoli TV-სთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"მამას და მესის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. დიეგო ლეოს ყოველთვის იცავდა და მუდამ მის მხარეს იყო. "ლა პულგა" დიდ ზეწოლას განიცდის.

მამაჩემის შედარება რომელიმე ფეხბურთელთან? ამას მხოლოდ ის აკეთებს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. რა თქმა უნდა, მესი "ალბისელესტეს" ლიდერია, თუმცა სკალონი ცდილობს, რომ არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშოს
და გამარჯვებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს.

რაც შეეხებათ ოსიმენს და კვარაცხელიას, ნიგერიელი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია. "კვარა" კი უმაღლესი ხარისხისა და კლასის ფეხბურთელია. მაგრამ, სტანისლავ ლობოტკა "ნაპოლის" შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად სუსტი ფიზიკური მონაცემებისა, სივრცეებს მუდამ პოულობს და გუნდის შეტევებს სწორედ სლოვაკი ფეხბურთელი იწყებს.

ვფიქრობ, ჯოვანი სიმეონე არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეხმარებოდა. "ალბისელესტეს" ალვარესი, დიბალა და კორეა ჰყავს, თუმცა სამივე მათგანი მეორე ფორვარდია. მჯერა, რომ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრები წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა მარადონამ.

altკვარაცხელიასა და მამარდაშვილზე ბევრ ჭორ-მართალს წავიკითხავთ - სატრანსფერო ფანჯრის ამბები

altხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 29 /
რა ჩამოაყალიბა აქ ერთმა. მსოფლიო დონის ფეხბურთელები ახლა მსოფლიოზე გამოდიან და ამიტო ხვიჩა არაა ეგეთიო? რა დონის ზიზღი უნდა გალაპარაკებდეს ხვდები? ეგრე ჰალანდიც არაა მუნდიალზე მარა არ ითვლება ხო მსოფლიო დონის ფეხბურთელად?
მეტსაც გეტყვით, მესის არ აქვს მსოფლიო მოგებული და სანტი კასორლას აქვს, კასორლას არაფერს ვერჩი საერთოდ მაგრამ თქვენი ლოგიკით მესი არაფერი ფეხბურთელი არაა და კასორლა ჯობია რადგან მსოფლიო თასი აქვს. ანუუუ?
სად ხართ ხალხოო..
ისე მართლა ისწავლეთ ენები და სხვადასხვა ენოვან საიტებზე რომ იწერება ხვიჩაზე საქებარი სტატიები იმათაც შეუვარდით კომენტარებში, არაა ეგეთი კარგი და რას აპირებთო.
საკუთარი კარიერა ხომ არ გაქვთ და იქნებ სხვისი ფეხის გადაბრუნებით მაინც ისაზრდოოთ :)
Thomas
20:04 24-11-2022
1
მსოფლიოს დონის ვასკვლავი არა კვანტიი... სულ რამდენიმე თამაში ითამაშა იტალიის ჩემპიონატის მეორე მესამე დონის გუნდებთან ნორმალურ დონეზე და უკვე მართლა ზვეზდა გგონიათ!?. მსოფლიო დონის ვასკვლავები ახლა მსოფლიო ჩემპიონატე გამოდიან და გირჩევთ თვალი მიადევნოთ,განსაკუთრებით იმ ე.წ. ოცნების მომხრე ქომაგებს ვისაც კვარა მართლა სრულყოფილ ფეხბურთელად მიაჩნია და მზად არიან მოღალატე და ნაცი ეძახოს იმ თანამოქალაქეებს ვისაც კვარას გადაჭარბებული გაფეტიშება და ის იაფფასიანი პიარ ვიდეოები არ მოეწონა ამ ბოლო დროს რომ გავცელდა. ან კიდევ საიდან ასკვნით აპრიორი, რომ ხვიჩა და მისი ოჯახი ქოცია და მარტო ოცნების მხარდამჭერებს ეკუთვნის, როგორც ვიცი,ეს საჯაროდ არასდროს უთქვამთ. წინა თაობის ბალეშიკები სულ კამათობდნენ მესხი ჯობდა თუ მეტრეველი, მაგრამ მოღალატეებს და სამშობლოს გამყიდველებს ნაღდათ არ ეძახდნენ ერთმანეთს.
მააა
10:39 24-11-2022
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული