"მიხარია, რომ დონარუმას მადარებენ, მაგრამ ჩემი კერპი ნოიერია" - "მამარდას" ინტერვიუ ესპანურ გამოცემასთან

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემა Batzine-მა "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი "პარი სენ ჟერმენის" კარის დარაჯს, ჯანლუიჯი დონარუმას შეადარა და ამასთან დაკავშირებით ქართველ გოლკიპერს კომენტარი სთხოვა.

"მამარდას" თქმით, ბედნიერია, რომ "პარი სენ ჟერმენის" მეკარესა და ევრო 2020-ის გამარჯვებულს ადარებენ, თუმცა ბავშვობის კერპად და საყვარელ მეკარედ მანუელ ნოიერი დაასახელა.

"მიხარია, რომ მას მადარებენ. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დონარუმამ კარიერაში უკვე ბევრის მიღწევა შეძლო. იტალიელის პროგრესს ყოველთვის ვაკვირდებოდი და მაგალითს მისგან ვიღებდი, ჯანლუიჯი ჩემთვის სამაგალითოა.

ბავშვობაში ჩემი კერპი მანუელ ნოიერი იყო, მის თამაშებს ხშირად ვუყურებდი და ვცდილობდი,
გერმანელის მსგავსი ქმედებები გამემეორებინა.

ახალი მწვრთნელი გვყავს და ცოტა განსხვავებული სტილით ვთამაშობთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ უკეთესი, ვიდრე წინა სეზონში.

გასული წელი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ლა ლიგაში ჩემი დებიუტი 21 წლის ასაკში შედგა. ვითამაშეთ კოპა დელ რეის ფინალში, დავმარცხდით, მაგრამ არა უშავს. მინდა, "ვალენსიაში" ტიტულები მოვიგო" - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის გათამაშებაში "ვალენსია" 19 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

alt"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 7 /
რას ამბობ ბიჭოო ის პეძიკი როგორაა შენი კერპიი ?????????
zura222
14:30 24-11-2022
7
აბსოლუტურად სერიოზულად, მამარდას ვურჩევ ზოგჯერ უქმეებზე რამე კარგი, არა მხოლოდ ქართული, ჭეშმარიტად ღირებული წიგნი აირჩიოს და იკითხოს ხოლმე. მარტო დუმბაძის და დათა თუთაშხიას კითხვით ასეთი ინტერვიუები იქნება სულ. ეს არაა ირონია, ან რამე ცუდად ნათქვამი, უბრალოდ განათლება საჭიროა მეგობრებო. მართლა, იკითხეთ მეტი ღირებული ლიტერატურა
კაპიტან გარდენბურგი
13:28 24-11-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული