"ნაპოლის" 3 ყველაზე კარგი და 3 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი - უცხოური გამოცემის ვერსიით

AutoSharing Option
"ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სანახაობრივი და რაც მთავარია, შედეგიანი ფეხბურთის თამაშით უამრავი გულშემატკივარი გააოცა. "პარტენოპეი" სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "მილანს" 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი პირველი ადგილი დაიკავა და 22 თებერვალს, მერვედფინალში, "აინტრახტთან" პირველ მატჩს გამართავს.

უცხოური გამოცემა 7 Gold-ი გვთავაზობს "ნაპოლის" სეზონის 3 საუკეთესო და 3 ყველაზე ცუდ ფეხბურთელს. აღსანიშნავია, რომ რჩეულებში პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, მის შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენი და კიმ მინ-ჯაე მოდიან.

რაც
შეეხება ნაკლებად გამორჩეულ ფეხბურთელებს, მათ სიაში მატეო პოლიტანო, ალექს მერეტი და ნტანგი ნდომბელე არიან.

Sportall.Ge

alt"კვარა საუკეთესოა, შემდეგ კი ოსიმენი მოდის" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრობს

alt"კვარა "ნაპოლიში" ერთადერთია, მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება" - "პარმას" ექსდირექტორი

მკითხველის კომენტარები / 10 /
ესეთი ფეხბურთელი ყველა ტურნირს უნდა ამშვენებდეს მაგრამ კვეკვესკირი და აბურჯანიამ რანაირად უნდა მიეხმარონ კვარას ვერ ვხვდებიი არადა პატარა მიხმარება და ევროპას ვითამაშებთ უბრალოდ უნდა ირბინონ და სივრცეები მოუნახონ კვარას ასევე დაზღვევა დანარჩენს კვარა გააკეთებს + მამარდა გვყავს
beqa
22:38 24-11-2022
1
100% , ლივერპულთან ნდომბელეს ნაცვლად ზელენსკი რომ ყოფილიყო,ნაპოლი მოიგებდა
ადამიანი
20:17 24-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული