"კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა - მესის და მარადონას შედარება არ შეიძლება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ რადიო "კის კისის" ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა.

"მესისა და მარადონას შედარება უაზრობაა. მესი ადამიანია, რომელიც ფეხბურთს უძლიერესთა შორის თამაშობს, მარადონა კი არაამქვეყნიური იყო.

ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე იკაშკაშებდა. ტურნირი მისთვის, ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი დი ლორენცოსთვის, ამ სამი ტალანტისთვის, თავის წარმოსაჩენად კარგი საშუალება იქნებოდა, რომლებსაც უქმობა უწევთ.

ჯერ მუნდიალზე დიდი მატჩები არ გვინახავს. თვით საფრანგეთი რაბიოს გოლამდე ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ, ხოლო შემდეგ აჩვენა, რაც შეუძლია.

"ნაპოლის" მრავალმხრივი თამაში შეუძლია, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად. ადრე ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება უჭირდა, მაგრამ ახლა ეს ასე არაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ისე გაიკვირვე გეგონება აქამდე არ უთქმაშია
0
ვახ, როდის განახლდება სერია ა
ისე მაინც
15:47 25-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული