"კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა - მესის და მარადონას შედარება არ შეიძლება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ რადიო "კის კისის" ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და თქვა, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კატარში იკაშკაშებდა.

"მესისა და მარადონას შედარება უაზრობაა. მესი ადამიანია, რომელიც ფეხბურთს უძლიერესთა შორის თამაშობს, მარადონა კი არაამქვეყნიური იყო.

ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე იკაშკაშებდა. ტურნირი მისთვის, ვიქტორ ოსიმენისა და ჯოვანი დი ლორენცოსთვის, ამ სამი ტალანტისთვის, თავის წარმოსაჩენად კარგი საშუალება იქნებოდა, რომლებსაც უქმობა უწევთ.

ჯერ მუნდიალზე დიდი მატჩები არ გვინახავს. თვით საფრანგეთი რაბიოს გოლამდე ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ, ხოლო შემდეგ აჩვენა, რაც შეუძლია.

"ნაპოლის" მრავალმხრივი თამაში შეუძლია, ფიზიკურად, ტაქტიკურად და ტექნიკურად. ადრე ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირება უჭირდა, მაგრამ ახლა ეს ასე არაა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მე არ ვიცი ვინ მოიგონა კალათბურთში ერთი უცხოელის დამატების უფლება, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრები იყენებს, მაგრამ ვინც მოიგონა კარგი მოიგონა. წარმოგიდგენიათ? ასეთი რამ ფეხბურთში, რომ იყოს რამდენი ვარსკვლავი შეძლებდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს და გაალამაზებდა ქომაგთა ამ დღესასწაულს? თუნდაც ჩვენი ხვიჩა, ოსიმენი და ვინ მოთვლის რამდენი ბრწყინვალე ოსტსტი უზის ტელევიზორს და უყურებს ფეხბურთს, მაშინ, როცა ფანებს მათი თამაში გააბედნიერებდა. გულშემატკივრებო! ხომ არ დავიწყოთ ეს მოძრაობა, რომ შემდეგ ჩემპიონატზე მსოფლიოს ყველა ვარსკვლავმა მიიღოს მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობა? ამით ხომ ფეხბურთიც მოიგებს და მაყურებელიც.
ჟორა გაბრიჭიძე
00:08 25-11-2022
12
ისე მართლა მაგარი იქნებოდა დროებით ვარსკვლავების სხვა ქვეყნის მაკრებში თამაში მაგალიად ეხლა რომ ვერ თამაშობენ მუნდიალზე ხვიჩა ოსიმენი ჰალანდი და სხვები რომელიღაც ნაკრებში დროებით ამ მუნდიალზე რომ მიეცათ თამაშის უფლება (ოღონდ ორმაგი დროებით მოქალაქეობით და ისევ თავის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით !) საინტერესოა ხვიჩას რომელი ნაკრები წაიყვანდა ? ასიანი მინიმუმ 32 დან 30 ნაკრები ჩადგებოდა რიგში !
zura222
11:25 25-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული