France Bleu: მიქაუტაძე ბრწყინვალე, მაგრამ არასტაბილურია

AutoSharing Option
France Bleu-მ ლიგა 2-ში მოასპარეზე "მეცს" წერილი მიუძღვნა და თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

გამოცემა წერს, რომ სეზონის პირველი ნახევარი აღმავლობითა და ჩავარდნებით ლოტარინგიელთათვის საკმაოდ დატვირთული გამოდგა, მაგრამ ბოლო კარგმა სერიამ სატურნირო ცხრილში დაწინაურების იმედი გააჩინა.

France Bleu ქართველის თამაშს აფასებს - მიქაუტაძე ბრწყინვალე, მაგრამ არასტაბილური

"სეზონის პირველ ნაწილში შემტევთა შორის გიორგი მიქაუტაძე ყოველგვარი ეჭვების გარეშე საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, "სერენის" ყოფილ ბომბარდირს ასევე დიდი უგოლო პაუზა ჰქონდა:
თითქმის 2 თვის განმავლობაში თავი არ წარმოუჩენია".

15 ტურის შემდეგ "მეცი" 21 ქულით მე-8 ადგილზეა, ლიდერ "ჰავრს" 11, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ "ბორდოს" 7 ქულით ჩამორჩება და 27 დეკემბერს "ნიორს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი ბატონო, მაგრამ პასებს რომ არ აძლევენ რა ქნას? - სახალხო დამცველთან იჩივლოს? - არა. გუნდი უნდა გამოიცვალოს და იქ წავიდეს სადაც ჭირდებათ და ათამაშებენ!
პლეხანოვზე გაზრდილი
16:07 26-11-2022
1
დიახ ბატონებო, ერთ თამაშზე 7 ბურთის გატანას უმჯობესია ის ოთხ თამაშზე გაიტანო.
ჟორა
11:00 26-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული