სკოტოს თქმით, ხვიჩა ზაფხულში "პარტენოპეისთან" კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს.
"კრისტიანო ჯუნტოლი ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს. 1 ივლისის შემდეგ კვარაცხელია კონტრაქტს კიდევ 1 წლით განაახლებს. ქართველის ხელფასი მინიმუმ 2-ჯერ უნდა გაიზარდოს. ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ბონუსებიც.
რაც შეეხება "ნაპოლის" მეორე საუკეთესო ფეხბურთელს, კიმ მინ-ჯაეს, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა ყველანაირად ეცდება, რომ სამხრეთ კორეელის გამოსასყიდი თანხა გაზარდონ. მაგრამ ამის გაკეთება რთული იქნება" -
შეგასხენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.
"როგორც იქნა" - შეყვარებულთან ერთად გადაღებულ რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია [PHOTO]
ხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშს 28 ნოემბერს დაუბრუნდება - იტალიური გამოცემის ინფორმაცია